ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების კლუბები  შეიქმნება
12 დეკემბერი, 2017, 16:14
ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების კლუბები  შეიქმნება

თბილისი (GBC) - ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების შეძენა, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის მიღება, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიმართულებებისა, რომლებსაც მოსწავლეები „ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბებში“ (SKYE კლუბები) დაეუფლებიან.

პროგრამა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ World Vision საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად ახორციელებს, პილოტურ რეჟიმში 6 ქალაქში დაიწყება. ესენია - თბილისი, რუსთავი, ბათუმი, გორი, თელავი და ლაგოდეხი. სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები უკვე დასრულდა.

ახალგაზრდები გაეცნენ SKYE კლუბების არსს, მის ძირითად სასწავლო მიმართულებებს, მიიღეს ინფორმაცია კარიერული და პიროვნული განვითარებისთვის პროგრამის როლსა და მნიშვნელობაზე. კლუბებში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ 16 - 21 წლის ახალგაზრდებს და ოთხი სასწავლო მიმართულებით იმუშავებს: აქტიური მოქალაქეობა, ლიდერობა, დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, სოციალური მეწარმეობა.

პროგრამა სწავლების ეტაპზე ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს. ახალგაზრდებს ლიდერების ხელმძღვანელობით მცირე დაფინანსების ფარგლებში, თემის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა სოციალური პროექტი. პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციები სრულად უზრუნველყოფენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კლუბები მსოფლიოს 21 ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები