| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ბოროტმზრახველი მობილური პროგრამების მომხმარებლითადმი შეტევის რეიტინგში საქართველო მესამე ადგილზეა, - 2017 წლის მესამე კვარტალის მონაცემებს „კასპერსკის ლაბორატორია“ აქვეყნებს.
კომპანიის ცნობით, დროის ამ მონაკვეთში ამ პროგრამების თავდასხმა განიცადა ქვეყნის მომხმარებელთა 2,2 %. მაშინ როცა პირველ კვარტალში საქართველო იჭერდა მე-2-ე ადგილს ამ რეიტინგში და მასზე მოდიოდა შეტევადაქვემდებარებული მომხმარებლების 2,5%, ხოლო მე-2-ე კვარტალში ქვეყანა ვერ შევიდა იმ მომხმარებელთა სამ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რომლებმაც განიცადეს ბოროტმზრახველი პროგრამების თავდასხმა. სამივე კვარტალში ამ კრიტერიუმით ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა იყო იაპონია.
სამი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის რეიტინგი მობილური ბოროტმზრახველი პროგრამების შეტევას დაქვემდებარებული მომხმარებლების საკითხში ( 2017 წლის პირველი სამი კვარტალი)
|
|
I კვარტალი |
II კვარტალი |
III კვარტალი |
|
1. |
იაპონია (1,5%) |
იაპონია(1,3%) |
იაპონია (0,8%) |
|
2. |
საქართველო (2,5%) |
ფინეთი (2,6%) |
დანია (1,9%) |
|
3. |
ფინეთი (2,7%) |
დანია (2,7%) |
საქართველო (2,2%) |
2017 წლის ამ სამი კვარტლის განმავლობაში ქვეყანა, სადაც შეტევადაქვემდებარებულმა მომხმარებლების პროცენტულმა შეფარდებამ მიაღწია ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, იყო ირანი. ირანში ამ მაჩვენებელმა პირველ კვარტალში მიაღწია 47,35%-ს, ხოლო მესამე კვარტალში კი - 35,12%-ს.
„სასიამოვნოა, რომ კიბერდამნაშავეები ძალიან არ აწუხებენ მობილური მოწყობილობების მომხმარებლებს საქართველოში. მაგრამ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, რადგანაც კრიმინალური დაჯგუფებები ხშირად იცვლიან თავიანთ სამიზნეებს. ამიტომაც მათი მსხვერპლი შესაძლებელია გახდეს ნებისმიერი მომხმარებელი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. მაგრამ თუ მობილური მოწყობილობა დაცულია სრულფასოვანი ანტივირუსით, მაშინ ალბათობა იმისა, რომ ისინი სამიზნედან გადაიქცევიან მსხვერპლად, მინიმალურია“, - აღნიშნვას „კასპერსკის ლაბორატორიის“ რეგიონალური წარმომადგენელი საქართველოსა და სომხეთში არმენ კარაპეტიანი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss