ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისის და საქართველოს ბანკთან ერთად, სისტემური ბუფერის შექმნა ლიბერთისაც მოუწევს  
ნინო შუბითიძე    
11 დეკემბერი, 2017, 18:39
თიბისის და საქართველოს ბანკთან ერთად, სისტემური ბუფერის შექმნა ლიბერთისაც მოუწევს  

თბილისი (GBC) -  სისტემურ ბანკებს კაპიტალის  პრობლება რახანია არ აქვს და არც ექნება, ეროვნულმა ბანკმა მოთხოვნა რაც არ უნდა გაამკაცროს, - ტოპ-მენეჯერები  ამას  საერთაშორისო კაპიტალის ბაზართან შეღწევადობის უნარით ხსნიან. კაპიტალის სიჭარბეს კი,  დივიდენდების გაცემაც  ადასტურებს.

ლიკვიდობის გადაფარვის 100%-იანი კოეფიციენტის შემდეგ, ბანკებს კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი ეზრდება და  იქმნება უსაფრთხოების  დამატებითი ბუფერები (კონცენტრაციის, კონტრციკლურობის, კონსერვაციის, კონკურენცის...). 

1 იანვრიდან პრუდენციული ნორმების გამკაცრება გაკოტრების თეორიულ დაშვებებს უკავშირდება, ჰიპოთეტურად, გადამხდელების სახსრების დაცვის მიზნით.

პირველ ტალღაში 3 ბანკი მოყვა - თიბისი, საქართველოს ბანკი  და ლიბერთი,  +2.5%; +2.5%: +1.5% . სისტემური ბანკების ბუფერი სრულად  4 -წლიან ვადაში უნდა შეივსოს.

პირველი ეტაპი უწევს 2018 წლის ბოლოს. 1%-ის დამატება ევალება თიბისის და საქართველოს ბანკს, 0.6% -ის ლიბერთის, რომელიც სისტემურებთან სოციალური ვალდებულებების  მომსახურების ნიშნით მოხვდა.

ამ დროისთვის  ბანკებს კაპიტალის ადეკვატურობის 10.5%-იანი  კოეფიციენტი  მოეთხოვება. რამდენიმე კოეფიციენტი მოქმედებს პარალელურად - ბაზელ I , II. III.  1 იანვრიდან  იხვეწება და დარჩება მხოლოდ ბაზელ II. III.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები