ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ქართული მინის ორიგინალური  საახალწლო სუვენირები უკვე გაყიდვაშია
11 დეკემბერი, 2017, 17:30
ქართული მინის ორიგინალური  საახალწლო სუვენირები უკვე გაყიდვაშია

თბილისი (GBC) - კომპანიამ ქართული მინა ბაზარზე საახალწლო სუვენირების ფართო არჩევანი წარადგინა.

ქართული თემატიკით გაჯერებული საახალწლო აქსესუარები, რომელიც გამორჩეულია ინდივიდუალურობით და ფარადოვნებით  კომპანიის სახელოსნოში მზადდება, მათი შეძენა კი, სავაჭრო ცენტრ GTC-ის პირველ სართულზეა შესაძლებალი. ფასიც ხელმისაწვდომია და 10 ლარიდან იწყება.

კომპანიის დამფუძნებელი, დიზაინერი ქეთი მექერიშვილი ამბობს, რომ მათ თითოეულ ნამუშევარში ქართული სულია. ქართული თემატიკა,  ორნამენტები, დამწერლობა თუ  ფრესკები მინაში გადადის, ორიგინალურ სახეს იძენს და სწორედ ეს შტრიხები ქმნის მის  უნიკალურობას.  

„საქმიანობა 3 წლის წინ, ნულიდან დავიწყეთ. გვინდოდა აგვეთვისებინა ნიშა, რომელიც თავისუფალი იყო და საზოგადოებას შევთავაზეთ ქართული ნაწარმი. უკვე ძალიან ბევრი ინტერესდება ჩვენი პროდუქციით და მოთხოვნაც გაიზარდა“, - ამბობს GBC-სთან საუბრისას ქეთი მექერიშვილი.  

გეგმაში გაფართოებაც შედის, ახალი წლიდან ქართული მინის გალერეა -მაღაზიები  თბილისში, კიდევ 2 ლოკაციაზე გაიხსნება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები