| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეკონომიკის მინისტრი ბიზნესის მხრიდან რეინვესტირების მაჩვენებელის მკვეთრ ზრდას მეგობრული ფისკალურ გარემოს უკავშირებს, კერძოდ, მოგების გადასახადის რეფორმას.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შეფასებისას დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოში რეინვესტირების მონაცემი საშუალოდ 200 მლნ-დან 300 მლნ დოლარამდე მერყეობდა. 9 თვის მონაცემებითკი, უკვე 591 მლნ აშშ დოლარი, რაც, პრაქტიკულად გაორმაგებას ნიშნავს.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა ბრუნვასა და გამოშვებაზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს 9 თვეში კერძო სექტორში ბრუნვა გაზრდილია 19 პროცენტით, გამოშვება კი - 23 პროცენტით.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ახალი კომპანიების რეგისტრაციის მაჩვენებელზე და ეს მაჩვენებელი დადებითად შეაფასა. მისი თქმით, 2017 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 48,5-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა და ჯამში 5 468 კომპანია დარეგისტრირდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss