| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს გადადგომისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაცია აცხადებს მათ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად დადგინდა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს, თანამდებობის დაკავებისათვის კანონით დადგენილი აკადემიური ხარისხი არ გააჩნია, კერძოდ ის არის მათემატიკოსი, კანონი კი კომისიის წევრობისთვის აუცილებელ პირობად სხვა სპეციალობის განათლებას ითხოვს.
"ეს საკმარისი მიზეზი უნდა იყოს იმისათვის, რომ კახა ბექაური საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან", - აცხადებენ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის პირები მუშაობდნენ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის და ტელეკომუნიკაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებას, ზედამხედველობასა და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი სანქციების დაკისრებას. ამ უფლებამოსილებებს 6 წლის ვადით არჩეული ბექაური სათანადო დიპლომის გარეშე უკვე თითქმის 4 წელია ასრულებს.
"საქართველოს კანონმდებლობა მსგავს შემთხვევაში კომისიის წევრის იმპიჩმენტის შესაძლებლობას არ იცნობს და არც სასამართლო წესით შემოწმების შესაძლებლობა არსებობს ამ ეტაპზე. შესაბამისად მსგავსი კაზუსების სამომავლოდ თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მოცემული საკითხი გათვალისწინებული იქნას იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძვლად.
პარალელურად შესწავლილი უნდა იყოს თუ რატომ არ მოხდა ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლების მხრიდან, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად შემოწმება თუ რამდენად ფლობდა კახა ბექაური კანონმდებლობით დადგენილ განათლების ხარიხს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss