ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თბილისში ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია იწყება
11 დეკემბერი, 2017, 14:01
თბილისში ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია იწყება

თბილისი (GBC) - თბილისში ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია იწყება. გეგმა თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრთან ერთად წარადგინა. 

გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, ამ ადგილას განსაკუთრებულად იგრძნობოდა  ის ჰარმონია, რომელიც  თბილისს გამოარჩევს ყველა სხვა ქალაქისგან და სწორედ, ამ ადგილიდან მივიღებთ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილს".

"ეს პროექტი შექმნის ინვესტიციებისთვის ახალ პლატფორმას და სახელმწიფოს მიერ ჩადენული ინვესტიციები იქნება ხელშემწყობი რომ აქ გაჩნდეს ახალი სიცოცხლე", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ "თითოეული ჩუქურთმა, რომელიც თბილისს აქვს, თითოეული შენობა, რომელიც არის ერთი ქალაქის ფასი, უნდა შემოვინახოთ, აღვადგინოთ, მოვეფეროთ და განვაახლოთ". 

რეაბილიტაციის ფარგლებში მოედანზე აშენდება ავტოსადგომი, მოეწყობა საფეხმავლო ქუჩები და მოხდება  უნიკალური შენობების რესტავრაცია. 

"ჩვენი მთავარი ინტერესია, მეტიც, ვალდებულებაა ძველი თბილისის მოსახლეობისთვის ამ უბანში, ამ შენობებში  ცხოვრება გავხადოთ  კომფორტული და რაც მთავარია უსაფრთხო", - განაცხადა კახა კალაძემ. 

შეგახსენებთ, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობისთვის 2018 წლის ბიუჯეტში 46 მლნ ლარია გათვალისწინებული. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები