ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საბაჟო პროცედურების სრული დიჯიტალიზაცია და დღგ-ს დაბრუნება - რას გეგმავს ფინანსთა მინისტრი
11 დეკემბერი, 2017, 13:52
საბაჟო პროცედურების სრული დიჯიტალიზაცია და დღგ-ს დაბრუნება - რას გეგმავს ფინანსთა მინისტრი

თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრი მასშტაბურ რეფორმებს აანონსებს. 

გეგმები მთავრობის ახალმა წევრმა ბიზნესს წარუდგინა და მათი შეფასებებიც მოისმინა. 

ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ შეხვედრა "ძალიან საინტერესო" იყო. 

"გავაჟღერეთ ის ინიციატივები და რეფორმები, რომლის დანერგვასაც სამინისტრო მომავალ წელს გეგმავს. მოვისმინეთ უკუკავშირი ამ ყველაფერზე. განსაკუთრებული ინტერესის საგანია დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების რეფორმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქართული ბიზნესისთვის. დაახლოებით, 600 მილიონი ლარის წვდომას მისცემს ეს ჩვენს მეწარმეებს, რაც მათ ძალიან გაუადვილებს ბიზნესის კეთებას", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ბახტაძე ამბობს, რომ მოხდება საბაჟო პროცედურების სრული დიჯიტალიზაცია, რასაც ბიზნესი მხარდაჭერას უცხადებს. 

"ეს არის მომავალი წლის გეგმები და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისგან დროული უკუკავშირი, რადგან ბიზნესი ხედავს ყველაზე უკეთესად, ჩვენ რა საკითხები გვაქვს გასაუმჯობესებელი საბაჟო პროცედურებში და შევთანხმდით, რომ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვექნება. სამუშაო ჯგუფიც გაკეთდა და დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმა წარმატებით დაინერგება", - განაცხადა ბახტაძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები