ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
RMG კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის მასშტაბურ პროგრამას იწყებს
11 დეკემბერი, 2017, 13:24
RMG  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის მასშტაბურ პროგრამას იწყებს

თბილისი (GBC) - კომპანია RMG-მ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოს ბოლნისის, მანგლისის და თეთრიწყაროს, ნიკორწმინდის და ალავერდის ეპარქიებთან ხელშეკრულება გააფორმა.

როგორც GBC-ის კომპანიიდან აცნობეს, RMG ქვეყნისათვის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლების რეაბილიტაციას 2018-2021 წლებში განახორციელებს.

აღნიშნული ინიციატივა თავად კომპანიას ეკუთვნის და მის მიზანს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია და მათი მომავალი თაობებისათვის შენარჩუნება წარმოადგენს.

„მადლობა ჩვენს მეუფეებს, რომლებიც გამოეხმაურნენ ჩვენს ინიციატივას და მონაწილეობა მიიღეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის შედგენაში. წინასწარ შესწავლილი იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი და აქედან გამომდინარე ერთობლივად შევადგინეთ პროგრამაც. კომპანია 2021 წლამდე, სხვადასხვა მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების რეაბილიტაციაში 2 მილიონამდე ლარს დახარჯავს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი მოიცავს არა მარტო იმ რეგიონს, რომელშიც ჩვენ ოპერირებას ვახორციელებთ, არამედ აღმოსავლეთ საქართველოს – ალავერდის მონასტრის და დასავლეთ საქართველოს – ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსის სახით.“
ხელშეკრულების თანახმად, კომპანია RMG ფიტარეთის მონასტრის, ბოლნისის სიონის, სამშვილდის ნაქალაქარის, სათხეს, ნიკორწმინდისა და ალავერდის სამონასტრო კომპლექსების, ასევე შუამთის მონასტრის რეაბილიტაციის პროცესში ჩაერთვება", - აცხადებს RMG აღმასრულებელი დირექტორი ჯონი შუბითიძე.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროექტში RMG -ის ჩართვას მიესალმება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთმა მძლავრმა კერძო კომპანიამ სურვილი გამოთქვა და აქტიურად ჩაერთო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროექტში. სარესტავრაციო სამუშაოები თითოუელ ძეგლზე რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მეთვალყურეობით და თანამონაწილეობით განხორციელდება. აღნიშნული პროგრამისთვის ძეგლები რამდენიმე კრიტერიუმით შევარჩიეთ. პირველი – ძეგლი უნდა იყოს ტურისტულად მიმზიდველი, მეორე მას უნდა ჰქონდეს ეროვნული კატეგორია და მესამე ობიექტი უნდა საჭირეობდეს გადაუდებელ რეაბილიტაციას", - აღნიშნავს  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე. 

„მინდა ყველას მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი დღე. შედგა სამმხრივი შეთანხმება ეკლესიას, სახელმწიფოს და კერძო კომპანიას შორის, რომლის მიხედვითაც ჩაუტარდება საფუძვლიანი აღდგენითი სამუშაოები მნიშვნელოვან ეკლესია-მონასტრებს. კერძოდ ბოლნისის ეპარქიაში დაგეგმილია ბოლნისის სიონის და სათხის უნიკალური მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება. ჩვენი სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა და გადარჩენა, ეს უდაოდ დიდი ეროვნული მნიშვნელობის საქმეა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში მთელი საზოგადოება და კერძო სექტორი უფრო აქტიურად იყოს ჩართული", - ამბობს ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები