ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველო  ჩინეთის განვითარების ბანკს რეგიონალური ოფისის გასახსნელად ეპატიჟება
11 დეკემბერი, 2017, 12:30
საქართველო  ჩინეთის განვითარების ბანკს რეგიონალური ოფისის გასახსნელად ეპატიჟება

თბილისი (GBC) – საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობები პირველი ვიცე-პრემიერის და  ჩინეთის განვითარების ბანკის პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი თემა იყო.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გლობალური ინიციატივის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ფარგლებში პარტნიორობას დაეთმო.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივის ძირითად პრინციპებს საქართველო მხარს უჭერს. მისი თქმით, საქართველო ისტორიული აბრეშუმის გზის ნაწილია, იმ მარშრუტს კი, რომელიც გადის საქართველოზე, უკვე აქვს საერთაშორისოდ აღიარებული სახელი და ცნობილია, როგორც „შუა“ ან „ცენტრალური“ კორიდორი.

აღინიშნა, რომ ჩინეთის განვითარების ბანკს 250 მლნ აშშ დოლარი აქვს გამოყოფილი აღნიშნული ინიციატივის მონაწილე ქვეყნებში პროექტების დასაფინანსებლად. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საქართველოში ჩინეთის განვითარების ბანკის რეგიონალური ოფისის გახსნის შესაძლებლობაზე.

მხარეებმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თანმდევ ეფექტებზე აღნიშნეს, მზარდ დაინტერესებაზე საქართველოს მიმართ.    ასევე განიხილეს ჩინეთის განვითარების ბანკის კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებები და პროექტები, აგრეთვე ის მხარდაჭერა, რომელსაც აღნიშნული საფინანსო ორგანიზაცია ჩინურ კომპანიებს საქართველოს საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობის შემთხვევაში აღმოუჩენს.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობაზე ჩინურ მხარესთან ერთობლივი ეკონომიკური, ინდუსტრიული და სხვა სახის თავისუფალი ზონების შექმნის მიმართულებაზე და აღნიშნა, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის თანახმადაც საქართველო და ჩინეთი ხელს შეუწყობენ ჩინური საწარმოების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური ზონების მშენებლობას და თანამშრომლობას საწარმოო შესაძლებლობების სფეროში. 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები