| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ყაზახეთი ტრანსკასპიური მარშრუტით ტვირთების გადაზიდვას ზრდის.
ყაზახური მედიის ცნობით, აღნიშნულ მარშრუტზე, რომელიც საქართველოს გავლით ტვირთების თურქეთისა და სხვა ქვეყნებისთვის მიწოდებას გულისხმობს, წლის ბოლომდე 1.2 მლნ ტონა ტვირთის გადატანა მოხდება, ნაცვლად, დაგეგმილი 700 000 ტონისა.
ტვირთბრუნვის ზრდაზე "ყაზახეთის რკინიგზის" ხელმძღვანელმა კანატ ალპისბაევმა ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის საერთაშორისო ასოციაციის სხდომაზე ისაუბრა, სადაც 2018 წლიდან რეგულარული საკონტეინერო მატარებლის გაშვებასა და კონკურენტუნარიანი ტარიფების შემოღებაზეც ისაუბრეს.
ალპისბაევი ამბობს, რომ აღნიშნულ დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდის შესაძლებლობებს ახლადგახსნილი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც ზრდის.
რაც შეეხება რეგულარულ საკონტეინერო მატარებელს, ის თვეში მინიმუმ 2-ჯერ უნდა დაინიშნოს. გარდა ამისა, განიხილება კასპიის ზღვაზე სპეციალური გემების გამოყენება, რომელსაც შესაძლებლობა ექნება 40-50 კონტეინერი გადაიტანოს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss