ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონი 10 დეკემბრიდან გაიხსნება
9 დეკემბერი, 2017, 18:40
ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონი 10 დეკემბრიდან გაიხსნება

თბილისი (GBC) - საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები დამსვენებლების მისაღებად მზად არის. 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 10 დეკემბერს ტურისტული სეზონი გაიხსნება  გუდაურისა და  გოდერძის კურორტებზე. 12 დეკემბერს, ბაკურიანში გაიხსნება დიდველი,  ხოლო  23 დეკემბერს კოხტა-მიტარბი. რაც შეეხება სვანეთს, მესტია-ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტებზე სეზონის  გახსნა  17 დეკემბერს არის დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ 23 დეკემბერს გაიხსნება  მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგირო, რომელიც მესტიის ცენტრსა და მთას ერთმანეთთან დააკავშირებს. ეს არის  ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტი, რაც კურორტის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის, რადგან მესტიის ცენტრიდან პირდაპირ საბაგიროთი ჰაწვალის კურორტთან დაკავშირება  ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია.

მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო და მას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიული კომპანია  „დოპელმაიერი“ ახორციელებს. საბაგიროს სიგრძე  1200 მეტრია და ის 6 ადგილიანი,  ღია სავარძლის ტიპისაა.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლს  Euronews-ის 400 მილიონიანი აუდიტორია ეცნობა. ზამთრის ტურისტული კამპანიის ფარგლებში ვიდეორგოლი  Euronews-ის მაყურებელს  საქართველოს ზამთრის კურორტებს,  ტურისტულ ადგილებს და ქვეყნის  კულტურას აცნობს.    სარეკლამო კამპანია  Euronews-ზე 27 ნოემბერს დაიწყო  და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. 

პარალელურად, საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ რეკლამას ავრცელებს  BBC.  საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება ტელეკომპანია  BBC World News-მა დაიწყო.  საქართველოს შესახებ  რეკლამა BBC-ის ისეთ ცნობილ  გადაცემებშია,  როგორიცაა: The Travel Show, Business Briefing, World Business Report, BBC Business Live, Talking Business, Global, Outside Source. ამ გადაცემების მაყურებლები ძირითადად ბიზნესითა და მოგზაურობით დაინტერესებული ადამიანები არიან.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები