ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საახალწლო ღონისძიებებში ბიზნესიც ჩაერთო
8 დეკემბერი, 2017, 14:51
საახალწლო ღონისძიებებში ბიზნესიც ჩაერთო

თბილისი (GBC) - საახალწლო ღონისძიებებში ბიზნესიც ჩაერთო.

თბილისის მერის განცხადებით,  კერძო კომპანიების  ჩართულობით სადღესასწაულოდ მოირთვება არაერთი ბაღი და სკვერი. ასევე საქართველოს ბანკის ჩართულობით განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე „დღესასწაულს მოაწყობს 70 სტარტ-აპერი

კახა კალაძემ ის კომპანიები დაასახელა ვინც მერიასთან ერთად თბილისელების სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნებს. ესენია მაგთი, საქართვლოს ბანკი, ვისოლი, ვითიბი, ლიბერთი, პსპ, კოკა-კოლა, სოკარი, ტავ-ჯორჯია, ჯორჯიან მანგანეზი, გალფი, ბორჯომი,  RMG, ჯიპიაი, ჯეოსელი ალდაგი, არქი ჯგუფი, GWP, აისი და  ლიკანი.

„თუ სხვა კომპანიებსაც აქვს სურვილი საახალწლო ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა,  ჩვენი კარი ღიაა და მგონია ერთად შევძლებთ საინტერესო საახალწლო დღეები ვაჩუქოთ ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს“, - აღნიშნა კალაძემ.  

კახა კალაძე წელს თბილისს არა მხოლოდ ყველაზე განსხვავებულ, არამედ ყველაზე სახალხო ახალ წელს ჰპირდება.

მისი თქმით, მთავარი ნაძვის ხე საახალწლო ილუმინაციებთან ერთად 15 დეკემბრიდან აინთება. წელს პირველად მთავარი საახალწლო ღონისძიებები ჩატარდება თბილისის გარეუბნებშიც სადღესასწაულო კონცერტები გაიმართება დედაქალაქის სამ რაიონში - ეს არის გლდანი, სამგორი და ძველი თბილისი.

დედაენის ბაღში განთავსდება საახალწლო ქალაქი,  სადაც 2 კვირის განმავლობაში გაიმართება კონცერტები, მსვლელობები და სპორტული ღონისძიებები,  გაიხსნება ღია კინოთეატრი, საციგურაო მოედანი და  ატრაქციონების პარკი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები