| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ამერიკულ საავტომობილო მარკებს შორის ყველაზე ლეგენდარული, ე.წ. „ამერიკული ოცნების“ ნამდვილი ხორცშეხმა, საკულტო ფილმების ვარსკვლავი და პოპულარული სიმღერების გმირი, - ეს Chevrolet -ია.
საეჭვოა, რომ ავტომრბოლელ ლუი შევროლეს ოდესმე სერიოზულად ეფიქრა საკუთარი ავტომობილის შექმნაზე. დარჩებოდა კიდეც ავტოსპორტის ადრეული ისტორიის ჩვეულებრივ გმირად, რომ არა შეხვედრა უილიამ დიურანტთან, „ჯენერალ მოტორსის“ დამფუძნებელთან, რომელმაც შევროლეს „ბუიკის“ საფირმო მრბოლელის როლი შესთავაზა. შედეგად შევროლემ რეკლამა გაუკეთა მანქანებს, ხოლო თავად დიდება და ფული მოიპოვა.
1911 წელს ფინანსური მაქინაციების გამო დიურანტი ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ თან თავისი საინტერესო პროექტებიც წაიღო - იცოდა, უსაქმოდ დიდხანს ვერ გაძლებდა და მალევე ამოქმედდა.
მან ისევ შესთავაზა შევროლეს თანამშრომლობა - იდეა ამჯერად საკუთარი ავტომობილის შექმნაში მდგომარეობდა . ფინანსურ მხარეს დიურანტი აგვარებდა, ტექნიკურს - ლუი შევროლე. ასე დაიბადა ახალი ბრენდი - „შევროლე“ რომელიც იმ დროისთვის ავტოსპორტის ნამდვილ ლეგენდად იქცა და დაარსდა კომპანია „შევროლე მოტორ ქარსი“ (Chevrolet Motor Cars).
ერთი წლის შემდეგ ბაზარზე გამოვიდა კლასიკ სიქსი, დიდებული ავტომობილი, მაგრამ ძვირადღირებული და არაპოპულარული. დიურანტი მიხვდა თავის შეცდომას და მომხმარებელს უფრო უბრალო და იაფფასიანი მოდელები შესთავაზა. მათზე პირველად გამოჩნდა შევროლეს ლოგოტიპი - უცნობია, რას უკავშირდებოდა გამოსახული ჯვარი, მაგრამ ლეგენდის თანახმად, ავტორი თვით დიურანტი იყო. პარიზის სასტუმროს ოთახში ყოფნისას, მას ამძვრალი შპალერის ორნამენტი მოეწონა და მისი ლოგოდ გამოყენება გადაწყვიტა.
მარკეტინგული სვლა აღმოჩნდა სწორი - მალე ბაზარი აავსო შევროლეს მანქანებმა, დიურანტმა ჯენერალ მოტორსის აქციებიც შეისყიდა და 1918 წელს „შევროლე მოტორს ქარსის“ შემადგენლობაში შეიყვანა.
30-იანი წლებში შევროლე ამერიკაში ყველაზე პოპულარულ მანქანად იქცა. გადის კიდევ 30 წელი და 1963 წელს ბაზარზე გამოვიდა სპორტული მოდელი - კორვეტი, რომელიც არაჩვეულებრივი დიზაინით, მისაღები ფასითა და გასაკუთრებული ტექნიკური მახასიათებლებით გამოირჩეოდა. ბრენდს ასეთივე პოპულარობა მოიტანა მეორე სპორტულმა მოდელმა - კამარომ. 1979 წლისთვის შევროლეს შესყიდვებმა 100 მილიონს მიაღწია.
დღესდღობით შევროლეს მარკის ქვეშ იწარმოება ავტომანქანა ყველა სოციალური ფენისთვის -დაწყებული საშუალო ფასიდან, ლუქს-კლასის ავტომანქანებამდე.
ევროპაში შევროლე ოფიციალურად 2005 წელს წარსდგა. უმეტეს შემთხვევაში ამ ბრენდით სამხრეთ კორეული დეივუს (Daewoo) მოდელები იყიდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss