ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კობა გვენეტაძე სავალუტო ინტერვენციების აუცილებლობას ვერ ხედავს
4 დეკემბერი, 2017, 14:11
კობა გვენეტაძე სავალუტო ინტერვენციების აუცილებლობას ვერ ხედავს

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბაზარზე სავალუტო ინტერვენციების აუცილებლობას ვერ ხედავს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ დღეს ამ ოპერაციის აუცილებლობა არ არის. მან გასული წლის მაგალითი მოიხმო, როდესაც სებ-მა კონკრეტული, დიდი ტრანზაქციის გამო (თიბისის მიერ ბანკ რესპუბლიკას შესყიდვა) სავალუტო რეზერვებიდან დოლარის გაყიდა. 

მთავარი ბანკირი ამბობს, რომ სავალუტო რეზერვების გამოყენებით ვალუტის კურსის „დაჭერის“ სხვა ქვეყნების მაგალითები მრავლადაა,  რამაც აჩვენა, რომ პროცესი კონტრპროდუქტიული იყო.

„როდესაც სავალუტო ბაზრის განვითარება ხდება ქვეყანაში ამას მოლოდინების ეფექტის გაძლიერებაც მოყვება, მაგრამ ამავე დროს იგივე ბაზრის მოთამაშეები უფრო ნათლად ხედავენ, რომ დაზღვევის მექანიზმებია საჭირო, ფორვარდებთან დაკავშირებით უნდა იმუშაონ, სვოპებთან დაკავშირებით უნდა იმუშაონ. სხვათაშორის გაზრდილია ფორვარდების და სვოპების გარიგებებიც და ვფიქრობთ,  ეს გარკვეულწილად შეავსებენ ნაპრალს და გამოიწვევს იმას, რომ მოლოდინებს აღარ ექნება ერთჯერადი გავლენა გაცვლით კურსზე“  , - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ თუ ინტერვენციების აუცილებლობა გამოჩნდება,  ეროვნული ბანკის პასუხიც სათანადო იქნება. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები