ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პორშე ცენტრი თბილისმა PORSCHE PANAMERA SPORT TURISMO წარადგინა
2 დეკემბერი, 2017, 22:20
პორშე ცენტრი თბილისმა PORSCHE PANAMERA SPORT TURISMO წარადგინა

თბილისი (GBC) - თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სპეცეფექტებითაა გაჯერებული შოუ-პერფორმანსის ფონზე პორშე ცენტრი თბილისმა PORSCHE PANAMERA SPORT TURISMO წარადგინა.

ახალი PORSCHE PANAMERA SPORT TURISMO  აღმოჩნდა უნივერსალური ავტომობილი, რადგან ის ახერხებს ბალანსის დაცვას ოჯახს, სამსახურს, დასვენებასა და ტარებით მიღებულ სიამოვნებას შორის. დიზაინმა კი განსაკუთრებით გააოცა პრემიერაზე შეკრებილი პუბლიკა.

ავტომოყვარულებისთვის, ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა მსგავსი გაბარიტების მქონე სედანის მონაცემები: SPORT TURISMO-ს ყველაზე მაღალი კონფიგურაცია 4.0 ლიტრიანი ორმაგი ტურბო ძრავით 3.4 წამში ავითარებს 100 კმ/სთ სიჩქარეს, ხოლო სიმძლავრე კი 680 ცხენის ძალას აღწევს. შასის კონტროლის სისტემა, მოხვევადი უკანა თვლები, Drive Assistance სისტემა ავტომობილის მართვას უფრო სასიამოვნოს და უსაფრთხოს ხდის. Porsche Connect-ის მეშვეობით კი ავტომობილი ციფრულ სამყაროს უკავშირდება.

ავტომობილის პრემიერაზე მოწვეული სტუმრებისთვის სიურპრიზები ამით არ დამთავრებულა: მათ მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა საკუთარი თვალით ენახათ პორშეს კლასიკური ავტომობილების ექსპოზიცია და ამასთან ახალი PORSCHE PANAMERA TURBO S ჰიბრიდი (Porsche Panamera Turbo S e-hybrid) - უსწრაფესი და ამავდროულად ეკონომიური, ელექტრო-ჰიბრიდული სედანი, რომელიც ასევე 2017 წელს გახდა ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის.

აღსანიშნავია, რომ 4 დეკემბრიდან PANAMERA-ს ახალი მოდელების ნახვა ყველა მსურველისთვის შესაძლებელია პორშეს შოურუმში:

ღონისძიების პარტნიორები იყვნენ:  „SOLO“ ბანკი და კომპანია „სარაჯიშვილი“.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები