ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Bitfury Group საქართველოში კიდევ ერთ დატა ცენტრს ააშენებს
30 ნოემბერი, 2017, 15:16
Bitfury Group საქართველოში კიდევ ერთ დატა ცენტრს ააშენებს

თბილისი (GBC) - Bitfury Group საქართველოში კიდევ ერთი დატა ცენტრის აშენებას გეგმავს. 

გეგმაზე „ბიტფური ჯგუფის“ დამფუძნებელმა ვალერი ვავილოვმა TV პირველზე (საქმის კურსი) განაცხადა. 

ვავილოვი ამბობს, რომ ახალი დატა ცენტრი მომავალ წელს აშენდება. სიდიდესა და ინვესტიციის მოცულობას არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ სავარაუდოდ, ის განთავსდება თბილისში, გლდანში და ეს იქნება ყველაზე დიდი დატა ცენტრი საქართველოში. 

ვალერი ვავილოვმა , რომელიც "აბრეშუმის გზის ფორუმს" ესწრებოდა, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ  „საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

მან განსაკუთრებული აქცენტი საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივესა და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე გააკეთა და ამის დასტურად თავისი გამოცდილება მოიხმო.

შეგახსენებთ, კომპანიამ BitFury პირველი პროექტი გორში განახორციელა, რის შემდეგაც გადაწყვიტა საქართველოში ბიზნეს საქმიანობის გაფართოება და დაიწყო დამოუკიდებელი პროექტის განხორციელება გლდანში და 18 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე თბილისის თავისუფალი ზონის განვითარება. თბილისში 40 მგვტ სიმძლავრის ენერგოეფექტური გაგრილების დატა ცენტრი ბიტფური ჯგუფმა 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები