| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზის შვილობილი „GR ლოგისტიკა და ტერმინალები“ ჩინეთის რკინიგზის შვილობილ მულტიმოდალურ კომპანიასთან CRIMT-თან და კომპანია Lianyungang New Silk Road International Container Development -თან თანამშრომლობას იწყებს.
მხარეებმა მემორანდუმი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გააფორმეს.
GR ლოგისტიკა და ტერმინალებში მიიჩნევენ, რომ მემორანდუმის გაფორმება, ხელს შეუწყობს კომპანიებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნას და ტრანსკასპიური დრეფნის მეშვეობით, ჩინეთიდან თურქეთის, ევროპის მათ შორის უკრაინის და უშუალოდ საქართველოს მიმართულებით ტვირთნაკადების ზრდას და ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის სწრაფ განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ ლიანიუნგანი ეს არის პორტი, საიდანაც ხდება საქართველოს გავლით კონტეინერების გაგზავნა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss