ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ელიტ ელექტრონიქსის მფლობელი საქართველოში ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას გეგმავს
30 ნოემბერი, 2017, 11:55
ელიტ ელექტრონიქსის მფლობელი საქართველოში ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას გეგმავს

თბილისი (GBC) - ელიტ ელექტრონიქსის მფლობელი საქართველოში ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას გეგმავს.

ამ და სხვა საკითხებზე  თელ-ავივის საფონდო ბირჟაზე ლისტირებული კომპანიის  „ბრიმაგ ჯგუფის“ და „ელიტ ელექტრონიქსის“ წლიურ შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელიც საქართველოში შედგა.

შეხვედრაზე შეჯამდა „ბრიმაგ“ ჯგუფის მიმდინარე წლის მიღწევები ბიზნეს განვითარების კუთხით და ახალი პროექტები.

წლიურ ანგარიშგებაზე განხილულ იქნა მიმდინარე წელი „ბრიმაგ“ ჯგუფისთვის, “ელიტ ელექტრონიქსმა” წლიურ ანგარიში და ასევე მოსალოდნელი დამატებითი ინვესტიციები საქართველოში. ჯგუფი განიხილავს მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტს ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობის თაობაზე. 

აღსანიშნავია, რომ „ბრიმაგ“ ჯგუფი „ელიტ ელექტრონიქსთან“ ერთად ინვესტიციებს ახორციელებს  რამოდენიმე მიმართულებით. წელს თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა სამზარეულოს ავეჯის მწარმოებელ მსოფლიოს #1 ბრენდთან, გერმანულ კომპანია „nobilia“-სთან, რომელიც საქართველოში მომავალი წლიდან გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლიდან „ელიტ ელექტრონიქსის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა „ბრიმაგ ჯგუფი“, რომელმაც რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა კომპანიაში.

„ბრიმაგ ჯგუფი“ ევროპის და ისრაელის ბაზარზე ელექტრო ტექნიკის წარმოების და გაყიდვების ერთ-ერთ უმსხვილეს ქსელს ფლობს. „ბრიმაგ  ჯგუფის“ აქციები თელ-ავივის საფონდო ბირჟის ლისტინგშია რეგისტრირებული.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები