ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ვლადიმერ ომელიანი:  ევროპა- უკრაინა - ჩინეთის საკონტეინერო მატარებელი მიმოსვლას წელს დაიწყებს
29 ნოემბერი, 2017, 14:46
ვლადიმერ ომელიანი:  ევროპა- უკრაინა - ჩინეთის საკონტეინერო მატარებელი მიმოსვლას წელს დაიწყებს

თბილისი (GBC) - ევროპა-ჩინეთის საკონტეინერო მატარებელი უკრაინის ტერიტორიის გავლით მიმოსვლას წელს დაიწყებს, -  ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადიმირ ომელინმა განაცხადა.

„მივიღეთ ტვირთი ევროკავშირიდან. ვიმედოვნებ, მომავალი წლიდან,  მინიმუმ კვირაში 1 მატარებელი ივლის“,  - ციტირებს „ინტერფაქს- უკრაინა“ მინისტრის სიტყვებს.

მისი თქმით, პარალელურად გრძელდება მუშაობა "ახალი აბრეშუმის გზის" მარშრუტის შექმნაზე: უკრაინა-საქართველო-აზერბაიჯანი- ყაზახეთი.

რაც შეეხება საქართველო-უკრაინას შორის საბორნე მიმოსვლას, ომელიანი მიიჩნევს, რომ მხოლოდ მემორანდუმი, რომელიც სექტემბერში გაფორმდა არასაკმარისია. საჭიროა კერძო ინვესტორი, სასურველია ჩინეთიდან, რაც იქნება გარანტია, რომ ამ მარშრუტზე ტვირთი გაჩნდება.

ამასთან, „უკრზალიზნიცის“ ბალანსზე არსებული ბორნები კვლავ რემონტზეა და მათი ექსპლუატაციაში გაშვებაც   კითხვის ნიშნის ქვეშაა.

„საჭიროა ახალი კერძო ოპერატორი ახალი გემებით“, - მიიჩნევს ომელიანი.

შეგახსენებთ, საკონტეინერო სატესტო მატარებლი ახალი აბრეშუმის გზის მარშრუტზე - უკრაინა - საქართველო- აზერბაიჯანი- ყაზახეთი- ჩინეთი,  2016 წლის 15 იანვარს გაუშვეს, რომელიც ჩინეთში 16 დღეში ჩავიდა, თუმცა ტვირთის უქონლობის გამო, პროექტის პრაქტიკული რეალიზაცია აღარ მოხდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები