ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველო ხდება ჰაბი, საკომუნიკაციო ცენტრი რეგიონისთვის
28 ნოემბერი, 2017, 17:34
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველო ხდება ჰაბი, საკომუნიკაციო ცენტრი რეგიონისთვის

თბილისი (GBC) - საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა  აბრეშუმის გზის ფორუმის სტუმრებს საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით არსებული ვითარება გააცნო.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ინფრასტრუქტურაში ევროპის კავშირი ძალიან სერიოზულ კონტრიბუციას აკეთებს.

" 2016 წლიდან მოყოლებული, ეს მიმართულება განსაკუთრებით განვითარდა, მან მოიცვა ძირითადი ინფრასტრუქტურა, მილიონობით დოლარი იქნა დახარჯული ჩრდილოეთის დერეფნისათვის,  ჩვენი რკინიგზის მოდერნიზაციისთვის. კერძო სექტორთან ერთად ჩვენ ვქმნით და ვაშენებთ საზღვაო პორტს შავი ზღვის სანაპიროზე და ეს იქნება სერიოზული ინვესტიციები, რომელიც გაკეთდება ჩვენს ეკონომიკაში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ  ინფრასტრუქტურულ პროექტები თავისთავად ნიშნავს ახალ სამუშაო ადგულებს. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველო ვერ იქნება გამოყოფილი  ამ დერეფნიდან და სხვა მონაწილეებმაც უნდა ჩადონ ინვესტიციები ამ მიმართულებით, რაც ხორციელდება კიდეც. 

"ეს არის ქვეყანა, სადაც თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ გააკეთოთ ბიზნესი, თქვენ შეგიძლიათ აქ დაისვენოთ, რეკრეაციული საქმიანობა განახორციელოთ, მაგრამ თუკი ჩვენ დავუბრუნდებით კვლავ სარტყლისა და გზის ინიციატივას, სიამაყით მინდა ვთქვა, რომ საქართველო ხდება ჰაბი, საკომუნიკაციო ცენტრი რეგიონისთვის. ამას, რა თქმა უნდა, უნდა შეესაბამებოდეს როგორც ინფრასტრუქუტერა, ისევე ადამიანური რესურსები“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები