ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გროისმანი:  რეგიონში საქართველოს ლიდერობა ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას 
28 ნოემბერი, 2017, 12:52
გროისმანი:  რეგიონში საქართველოს ლიდერობა ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას 

თბილისი (GBC) - თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმზე უკრაინის პრემიერ მინისტრმა ვოლოდიმერ გროისმანმა საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„ჩვენ გვიხარია საქართველოს წარმატება და დარწმუნებული ვარ, რეგიონში თქვენი ლიდერობა ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ მინისტრმა.

ვოლოდიმერ გროისმანმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნისნა, რომ მისი მეორედ ჩატარება მნიშვნელოვანია და  ხელს უწყობს  ევროპასა და აზიას შორის კავშირების გაუმჯობესებას.  უკრაინის პრემიერ მინისტრმა შავი ზღვის რეგიონში  საბორნე გადაზიდვების ხელშეწყობაზე ისაუბრა: „ჩვენ  ვგეგმავთ 60%-მდე შევამციროთ ტარიფები საბორნე გადაზიდვაზე. ჩვენი მიზანია, ეს სფერო  კონკურენტუნარიანი გახდეს“,- განაცხადა ვოლოდიმერ გროსიმანმა.

უკრაინის პრემიერ მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეტა აღმოსავლეთსა და დასავლეთს  შორის დამაკავშირებელი დერეფნის განვითარების საკითხზე: „აზიასა და  ევროპას  შორის, ასევე ბალტიის ქვეყნების მიმართულებით  დამაკავშირებელი სერიოზული მიმართულებები არსებობს. ამ დერეფნების თვალსაზრისით, უკრაინას  შეუძლია  იყოს  საკმაოდ სანდო პარტნიორი. 

ვოლოდიმერ გროისმანმა  უკრაინის ეკონომიკის განვითარების და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დადებული შეთანხმების შესახებაც ისაუბრა, მან განსაკუთრებული აქცენტი ინფრასტრუქტურის და კომუნიკაციების განვითარებაზე გააკეთა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები