ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
საგანელიძე: საქართველო ისევ უნდა გახდეს ჩაის ექსპორტიორი ქვეყანა
27 ნოემბერი, 2017, 17:25
საგანელიძე: საქართველო ისევ უნდა გახდეს ჩაის ექსპორტიორი ქვეყანა

თბილისი (GBC) – ქართული ჩაი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კვლავ უნდა მოექცეს და საქართველო ისევ უნდა გახდეს ჩაის ექსპორტიორი ქვეყანა, - აცხადებს „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი.

დავით საგანელიძემ ეს განცხადება ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე გააკეთა, რომელიც  საპარტნიორო ფონდის“, „საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა“ და „საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით,  გაიმართა. 

ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობა ჩაის მწარმოებელმა  საერთაშორისო და ადგილობრივმა კომპანიებმა მიიღეს. ღონისძიებას სპეციალურ სტუმრებთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ადგილობრივი თვითმართველობის, ჩაის ინდუსტრიისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჩინეთის ელჩი საქართველოში ძი იანჩი;  საერთაშორისო ჩაის კომიტეტის თავმჯდომარე იან გიბსი;  პეკინის სოფლის მეურნეობის განვითარების კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჩენ კუოჭანი; ხანთანიუენის საერთაშორისო ჰოლდინგის პრეზიდენტი კუო ჭ’ხუნი; აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის საბჭოს  ხელმძღვანელი ლუ ძიენჭუნი. ასევე, ლიუ ძძუინჭოუს (ჩინელი მეწარმე, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოში ჩაის კულტურის განვითარებას)  შვილთაშვილი, ლიუ ჩი.

საიუბილეო ღონისძიება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ გახსნა. საქართველოში ჩაის კულტურის განვითარების ისტორიის შესახებ პრეზენტაციები „საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა“ და „საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტებმა გააკეთეს.  გამომსვლელებმა საქართველოში ჩაის ინდუსტრიის განვითარებისა და ამ მიმართულებით განსახორციელებელი სტრატეგიული გეგმების შესახებ ისაუბრეს.

„საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის ერთერთი პრიორიტეტი  ქართული ტრადიციული დარგების აღორძინება-განვითარება და კომერციალიზაციაა. ფონდი ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ჩაის ინდუსტრიის განვითარება  ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. რამდენიმე ათეული წლის წინ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ჩაის მწარმოებელთა ლიდერ ოთხეულში შედიოდა. მაშინ უფრო მეტი ჩაი მხოლოდ ჩინეთში, ინდოეთსა და შრი-ლანკაში იკრიფებოდა. ეს ფაქტი მხოლოდ დარგის სპეციალისტებისა და დაინტერესებული ადამიანების მეხსიერებაში შემორჩა. ძველი დიდებისგან კი უმეტესწილად გატყევებული  ჩაის პლანტაციები დარჩა. დღეს ჩაის ინდუსტრია ერთეული კომპანიების ძალისხმევაზე დგას და ამისთვის მათ მადლობას ვუხდი. ქართული ჩაი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კვლავ უნდა მოექცეს და საქართველო ისევ უნდა გახდეს ჩაის ექსპორტიორი ქვეყანა“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ 2017  წელი ქართული ჩაის საიუბილეო თარიღია. ჩინური ჩაის ბუჩქები საქართველოში 170 წლის წინ დაირგა. თუმცა, ჩაის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ 1809 წელს მამია გურიელმა გამოხატა და საკუთარ ბაღში ჩაის ბუჩქი დარგო. ქართული ჩაის ინდუსტრიული  ისტორია 1847 წლიდან იწყება.  ჩაის პირველი ჩინური ბუჩქები ოზურგეთში, სააკლიმატიზაციო ნაკვეთში დაირგა, რომელიც სოჭის ბოტანიკური ბაღიდან გენერალ-გუბერნატორ ვორონცოვის განკარგულებით გადმორგეს. 1893 წელს ლაუ  ჯონ ჯაუ-მ საქართველოში მონო პლანტაციები გააშენა. საერთაშორისო აღიარება ქართულმა ჩაიმ პირველად 1900 წელს, პარიზში მოიპოვა , სადაც იგი   ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

 საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში ჩაის კულტურის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის ღვაწლმოსილი სპეციალისტები დააჯილდოვეს.

ღონისძიების „ ქართული ჩაი 170 წლისაა“ მხარდამჭერია საქართველოში ჩაის მწარმოებელი კომპანია „გურიელი“.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები