ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოს რკინიგზის სამგზავრო ბილეთების შეძენა  მობილური აპლიკაცით გახდა შესაძლებელი
27 ნოემბერი, 2017, 17:16
საქართველოს რკინიგზის სამგზავრო ბილეთების შეძენა  მობილური აპლიკაცით გახდა შესაძლებელი

თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზამ  სამგზავრო ბილეთების რეალიზაცია მობილიური აპკლიკაციით დაიწყო.

აპლიკაცია მორგებულია   - „IOS“,  „ANDROID“ და „WINDOWS“ პლატფორმებზე.

"სამგზავრო ბილეთების ყიდვა მობილური აპლიკაციის დახმარებით საკმაოდ მარტივი პროცესია: ამისათვის აპლიკაციის პირველ გვერდზე ვირჩევთ სასურველ მიმართულებას, გამგზავრებისა და დაბრუნების თარიღებს. მეორე გვერდზე პროგრამა გვაწვდის ინფორმაციას შერჩეულ მიმართულებაზე მოძრავი მატარებლებისა და თავისუფალი ადგილების შესახებ, ვაგონების, კლასებისა და სართულების  მიხედვით. მატარებლის სქემაზე ვახდენთ სასურველი ადგილის მონიშვნას (ამ ეტაპზე აპლიკაცია იძლევა მხოლოდ „შტადლერის“ ტიპის მატარებლებზე არჩევანის შესაძლებლობას). შემდეგ გვერდზე შეგვყავს მგზავრის პირადი მონაცემები და ვახდენთ ბილეთის  შეძენას.  მობილურ აპლიკაციაზე მოგვდის დასტური და ელექტრონული ბილეთის მონაცემები, როგორც შესყიდვის კოდის, ასევე QR კოდის სახით. შეძენილი ბილეთების შესახებ ინფორმაცია ინახება პროგრამაში და მატარებელში ჩასხდომისას გამცილებლებს წარვუდგენთ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და QR კოდს თქვენი მობილურიდან", - აცხადებენ კომპანიაში. 

მენეჯმენტის ინფორმაციით, აპლიკაცია მისი მეშვეობით ნაყიდი ბილეთების უკან დაბრუნების შესაძლებლობასაც იძლევა.

აპლიკაციები უფასოა და მათი ჩამოტვირთვა შესაძლებელია შესაბამისი პლატფორმების „აპლიკაციის მარკეტებიდან“.

"ვფიქრობთ, რომ ეს სიახლე ბილეთების შეძენის პროცესს კიდევ უფრო გაუადვილებს და კომფორტულს გახდის ჩვენი მომხმარებლებისათვის", - აღნიშნავენ სარკინიგზო ოპერატორში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები