ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კოვზანაძე: ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება იმისათვის, რომ 2018 წელი უკეთესი სასტარტო პოზიციით დაიწყოს ქვეყანამ
27 ნოემბერი, 2017, 16:03
კოვზანაძე: ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება იმისათვის, რომ 2018 წელი უკეთესი სასტარტო პოზიციით დაიწყოს ქვეყანამ

თბილისი (GBC) - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარს უჭერს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში, თვიდან თვემდე საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით სრულდებოდა და მიმდინარე წლის ბოლოსთვის საგადასახადო შემოსავლები 160 მლნ. ლარით გადააჭარბებს თავდაპირველი გეგმით განსაზღვრულ მაჩვენებელს. შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საგადასახადო შემოსავლები იზრდება აღნიშნული თანხით.  ასევე 46.7 მლნ. ლარით (331.1 მლნ. ლარამდე) იზრდება იმ გრანტების რაოდენობა, რომელსაც საქართველო მიიღებს მიმდინარე წელს.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია, რომ  2017 წლის ბიუჯეტში ,,ვალდებულებების ზრდა“ მცირდება 176 მლნ. ლარით, ანუ 176 მლნ. ლარით ნაკლები ვალის აღება მოხდება მიმდინარე წელს.

რაც შეეხება ხარჯებს, იგი იზრდება 305 მლნ. ლარით და აღწევს 11 მლრდ. 702 მლნ. ლარს. კერძოდ, დაფინანსება ეზრდება ეკონომიკის;  სოფლის მეურნეობის; ენერგეტიკის,  სპორტის, ინფრასტრუქტურის და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებს. კაპიტალური ტრანსფერია თბილისზეც.

,,მთლიანობაში, ჩვენი მოსახლეობისათვის გასაგებად რომ ვთქვა 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება იმისათვის რომ მომავალი 2018 წელი კიდევ უფრო უკეთესი სასტარტო პოზიციით დაიწყოს ქვეყანამ, ანუ ამ ცვლილებების ეფექტს ჩვენ ვიგრძნობთ მომავალ წელს და იგი გამოხატული იქნება კიდევ უფრო მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მეტ სამუშაო ადგილებში, ბიზნესის კიდევ უფრო მეტად მხარდაჭერასა და უფრო სწრაფ ეკონომიკურ ზრდაში“, - განაცხადა  ირაკლი კოვზანაძემ.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები