ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ეიპიემ ტერმინალსი ფოთის  ნავსადგურის მოდერნიზაციას განაგრძობს
24 ნოემბერი, 2017, 16:02
ეიპიემ ტერმინალსი ფოთის  ნავსადგურის მოდერნიზაციას განაგრძობს

თბილისი (GBC) - ქვეყნის ყველაზე დიდი პორტის გასაძლიერებლად და უკეთესი სერვისის მისაწოდებლად ფოთის საზღვაო ნავსადგურმა უფრო ძლიერი და მანევრირებადი სალოცმანო კატარღა შეიძინა.

პორტის ადმინისტრაციის ცნობით, შესყიდვის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და ახალ სალოცმანო კატარღას ნავსადგური 2018 წლის თებერვალში მიიღებს. 

"ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სალოცმანო კატარღის შესყიდვა, ფოთის პორტის მიერ ბოლო დროს განხორციელებული ერთ-ერთი პროექტია. სალოცმანო კატარღას, ჩვენი ახალი ASD ბუქსირის მსგავსად, შეუძლია უფრო ეფექტური მომსახურების გაწევა და ოპერირება მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში, მაშინაც კი, როცა ტალღების სიმაღლე 4 მეტრს აღწევს.

ფოთის საზღვაო ნავსადგურს მნიშვნელოვანი და სტრატეგიური ადგილი უჭირავს საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და კავკასიის დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდაში. „ნავსადგურის ახალი წესები, ახალი სალოცმანო კატარღა და განახლებული საბუქსირე მომსახურება - ყველაფერი ეს ერთად, ძალიან მაღალ პროდუქტიულობას და გაუმჯობესებულ მომსახურეობას შესთავაზებს ჩვენს მომხმარებელს“ - განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ჰოლმ ლაურსენმა.

წინა კვირას ნავსადგურში მაერსკის (Maersk Transport & Logistics-ის) შვილობილი კომპანიის, სვიცერის (Svitzer-ის) ახალი ASD ბუქსირი SIMSON-ი ჩამოვიდა, მეორე ბუქსირი  PORTGARTH-ი კი პორტს 2018 წლის პირველ კვარტალში დაემატება. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ცუდი ამინდის პირობებში მუშაობას და შემოსასვლელ არხში ნავიგაციას. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები