ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თეგეტა მოტორსის შეთავაზება
24 ნოემბერი, 2017, 11:30
თეგეტა მოტორსის შეთავაზება

თბილისი (GBC) - საქართველოს რიგ რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნისა და თოვლის უხვი ნალექის გამო, მომხმარებელთა მოთხოვნით,  თეგეტას ფილიალები დამატებით იმუშავებენ კვირას, 26 ნოემბერს 9:30დან - 18:00 საათამდე.

კომპანიის ცნობით, აღნიშნულ დღეს შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ფილიალების მომსახურებით თბილისში: ცენტრალური, ვაკე, ვარკეთილი, ბელიაშვილი, წითელქუდა, პეპელა, გეზი, ასევე მარნეული, ბათუმი, რუხი, გორი, ახალციხე, ქუთაისის ნიკეას #1 და ახალგაზრდობის ფილიალი. 

ამასთანავე ზამთრის დადგომასთან ერთად თეგეტა სპეციალურ აქციებს სთავაზობს მომხმარებელს.

„ შეგიძლიათ შეიძინოთ ზამთრის საბურავები 59 ლარიდან და დამატებით TEGETA CARD-ზე დაიბრუნოთ 20%-მდე ქეშბექი. აქცია მოქმედებს თეგეტას ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე განვადების შემთხვევაშიც.

ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც უშუალოდ ეხება გზის საფარს არის საბურავი, რომელზეც დამოკიდებულია თქვენი უსაფრთხოება. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ზამთარში ხარისხიანი ზამთრის საბურავით გადავაადგილდეთ.

ზამთრის საბურავებში რეზინის შემცველობა გაცილებით მაღალია, ამიტომ ის უფრო რბილია და უკეთესად ეჭიდება სველ და ცივ ზედაპირს, რაც მოცურებისგან იცავს ავტომობილს. როდესაც ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსზე ქვემოთ დაეცემა,  უნდა გამოვიყენოთ ზამთრის საბურავები. „თეგეტა“ გთავაზობთ მსოფლიო წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული  ზამთრის საბურავების ყველაზე დიდ არჩევანს. ასევე თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საბურავების შენახვის სერვისით და ზაფხულის საბურავები შეინახოთ „თეგეტას“ „საბურავების სასტუმროში“, სადაც შენახვის ყველა სტანდარტი დაცულია“, - აცხადებენ კომპანიაში

აღსანიშნავია, რომ  „თეგეტაში“ მოქმედებს წინასწარი ჩაწერის სერვისი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად.

რეზერვაციის პროცედურა მარტივია, რამოდენიმე წუთში თქვენ შეძლებთ სახლიდან გაუსვლელად ჩაეწეროთ თქვენთვის მისაღებ დროს და სწრაფად მიიღოთ სასურველი სერვისი, აღნიშნული სერვისის მისარებად დაუკავშირდით „თეგეტას“ ცხელ ხაზს (+32) 226 44 44.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები