ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
წინასაახალწლოდ, 400 მილიონამდე ლარის ქართულ პროდუქციაში დახარჯვის სტიმულირებისთვის  KAR.GE აქციას იწყებს 
24 ნოემბერი, 2017, 11:23
წინასაახალწლოდ, 400 მილიონამდე ლარის ქართულ პროდუქციაში დახარჯვის სტიმულირებისთვის  KAR.GE აქციას იწყებს 

თბილისი (GBC) - წინასაახალწლოდ 400 მილიონამდე ლარის ქართულ პროდუქციაში დახარჯვის სტიმულირების მიზნით მოძრაობა KAR.GE დეკემბრის ტრადიციულ 30 დღიან გამოწვევის - #მევყიდულობქართულის დაწყებაზე აცხადებს. 

“მიუხედავად 2017 წელს ემიგრანტების ჩამორიცხვების (20 %-მდე), ექსპორტის (30 %-მდე) და ტურიზმის (10 %-მდე) დღემდე ზრდისა საქართველოს ეკონომიკის წლიური ზრდა 5%-საც ვერ აღწევს. რატომ? რატომ არ აისახება ადექვატურად შემოსავლის ასეთი დიდი ზრდა ქვეყნის ეკონომიკაზე? წარმოების განვითარებაზე? მოქალაქის ჯიბეზე? იმიტომ რომ 23 მილიარდ ლარის ღირებულების შიდა ბაზარზე გაყიდული პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობა იმპორტია. ანუ, ქვეყანაში შემოსული დოვლათი, ისევ და ისევ ქვეყნის გარეთ გაედინება. შედეგად, უკვე მრავალი წელია გვაქვს 5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი სავაჭრო დეფიციტი (იმპორტი აღემატება ექსპორტს) ყოველწლიურად. სწორედ ეს არის ფუნდამენტური პრობლემა, რომლის გამოც არ იზრდება დასაქმება, არ ვითარდება ადგილობრივი წარმოება და ქვეყანა ვერ მიდის წინ! ეს დიდი საფრთხეა!

გამოსავალი აქ ერთადერთია: ვიყიდოთ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი და სხვებიც ავიყოლიოთ ამ ნამდვილ ქართულ საქმეში, ვინაიდან როცა ხარჯავ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაში, ფული რჩება ქვეყანაში, გადახდილი ფულით ხელფასს უხდი და ასაქმებ საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს“, -  აცხადებს გამოწვევის ორგანიზატორი, მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელი,  ტარიელ ზივზივაძე.

გამოწვევას 1 დეკემბერს 200-ზე მეტი ადამიანი დაიწყებს. ისინი იყიდიან 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერ ქართულ ბრენდირებულ ნაწარმს, გადაუღებენ ვიდეოს და ვიდეოშივე გამოიწვევენ თავის 3 Facebook მეგობარი, იქვე ტელეფონიდანვე ატვირთავენ ვიდეოს საკუთარ Facebook-ის პროფილზე და დათაგავენ იმ 3 გამოწვეულ Facebook მეგობარს, რომელთაც 24 საათი აქვთ იგივეს გასაკეთებლად.

გამოწვევა მიზნად ისახავს 1,500,000 საქართველოს მოქალაქის ინფორმირებას და წინასაახალწლოდ 400 მილიონამდე ლარის მაქსიმალურად „გადამისამართებას“ ქართული ნაწარმისაკენ.

გამოწვევის ფარგლებში გამოყენებული ჰეშტეგები იქნება: #30დღიანიგამოწვევა, #მევყიდულობქართულს და #ძალაერთობაშია.
დეტალური ინფორმაციისათვის - http://kar.ge/30day-challenge-2017/

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები