| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია 3 პირის ლიკვიდაციით დასრულდა. დაკავებულია 1 პირი.
20 საათიან სპეცოპერაციას სპეცდანიშნულების რაზმის წევრიც ემსხვერპლა, დაჭრილია 2 სპეცრაზმელი.
ოპერაციას თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებდა.
სპეციალურ ბრიფინგზე სავარაუდო დამნაშავეების შესახებ ინფორმაცია არ დაუზუსტებიათ.
სუს-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქები და მათზე დაკვირვება რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა.
სპეცოპერაცია 221 ნოემბერს გვიან ღამით დაიწყო. სუს-ის ცნობით, რამდენიმე საათის განმავლობაში, ოპერაციის საწყის ეტაპზე, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ერთ-ერთ ბინაში მყოფ პირებთან, სამართალდამცველებისთვის ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად, სუს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სპეცოპერაციის დროს ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის მიყენებული ზარალი მათ სრულად აუნაზღაურდებათ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss