ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
თეგეტა მოტორსმა თელავში განახლებული ფილიალი გახსნა
22 ნოემბერი, 2017, 16:02
თეგეტა მოტორსმა თელავში  განახლებული ფილიალი გახსნა

თბილისი (GBC) - თელავში, ვარდისუბნის წრიულ მოძრაობასთან, „თეგეტას“ განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნა. 

მენეჯმენტის ცნობით, ადგილზე  მომხმარებელს დახვდება  უმაღლესი ხარისხის მომსახურება, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროდუქცია, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო.

სერვის ცენტრის განახლების პროექტში 200 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და 30-მდე ადგილობრივი დასაქმდა, რომლებმაც პროფესიული გადამზადება გაიარა თეგეტა აკადემიაში. სერვის ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და შეუძლია დღის განმავლობაში 40-მდე ავტომობილს მოემსახუროს.

თელავის განახლებულ  ფილიალში მომხმარებელს საშუალება ექნება ისარგებლოს შემდეგი სახის სერვისებით: ვულკანიზაცია, სავალი ნაწილის შეკეთება,  ელ. სისტემის დიაგნოსტირება და შეკეთება, ძრავის დიაგნოსტირება და შეკეთება, ზეთის შეცვლა ძრავსა და გადაცემათა კოლოფში და სხვა.

„თეგეტას“ ცენტრებში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.  ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის.

„თეგეტა“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა“ არის საქართველოში უმსხვილესი იმპორტიორი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების  მიერ წარმოებული საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით. აქ წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის გამართული მუშაობის და უსაფრთხო გადაადგილების გარანტიაა. დღეისათვის „თეგეტა“ საქართველოს მასშტაბით 22 ფილიალით არის წარმოდგენილი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები