ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი სტარტაპ სესხებს არასაკმარისი უზრუნველყოფითაც გასცემს
ნინო შუბითიძე
22 ნოემბერი, 2017, 14:42
თიბისი სტარტაპ სესხებს არასაკმარისი უზრუნველყოფითაც გასცემს

თბილისი (GBC) - თიბისიმ  სტარტაპ აგროსესხის  შეთავაზებაზე განაცხადა.

მენეჯმენტის ინფორმაციით, თიბისი  პირველი ბანკია საქართველოში, რომელიც ფერმერებს  ახალ შესაძლებლობას აძლევს, დაიწყონ და განავითარონ, მაღალპროდუქტიული პირუტყვის და მეფრინველეობის ფერმები, მაღალტექნოლოგიური სასათბურე, საკალმახე, პროდუქციის შესანახი სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები.

აგროსესხი ხელმისაწვდომია, იურიდიული, ასევე ფიზიკური პირისთვის.

მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას პროდუქტით სარგებლობის მომენტში საკმარისი ფინანსური უზრუნველყოფა აღებული ფინანსური ვალდებულების დასაფარად. პროდუქტით სარგებლობისას,  ყურადღება ექცევა საპროგნოზო შემოსავლებს, რომელსაც ფერმერი პროექტის განხორციელების შემთხვევაში მიიღებს.

გათვალისწინებულია გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდი, რომელიც განსხვავებულია სხვადასხვა დარგისთვის. გაანალიზებულია ინვესტიციების ამონაგების პერიოდი, ეკონომიკური სარგებლის მოტანის  შესაძლებლობის მიხედვით.

სესხი  20,000 ლარიდან გაიცემა ₾1.345 მლნ-მდე ( $500,000 -ის ექვივალეტი)  7 წლამდე ვადით.

მსესხებელ ფერმერს პრაქტიკული გამოცდილება  მოეთხოვება.  ამასთან პროექტში თანამონაწილეობა, პროექტის ჯამური ღირებულების 40 %-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. 

ძირითადი საშუალებებისთვის კრედიტები შესაძლებელია  შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში  გაიცეს და საპროცენტო განაკვეთი სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან თანადაფინანსდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები