ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
Calvin Klein: საფასო პოლიტიკა ევროპაში არსებულ ფასებს გაიმეორებს და ქართულ ბაზრზე ადაპტირებული იქნება
17 ნოემბერი, 2017, 18:01
Calvin Klein: საფასო პოლიტიკა ევროპაში არსებულ ფასებს გაიმეორებს  და ქართულ ბაზრზე ადაპტირებული იქნება

თბილისი (GBC) - საფასო პოლიტიკა ევროპაში არსებულ ფასებს გაიმეორებს  და ქართული ბაზრის ეკონომიკურ პარამეტრებზე ადაპტირებული იქნება, - ამის შესახებ Calvin Klein -ის მენეჯერმა მარი დაშნიანმა "კომერსანტთან" ისაუბრა. 

მისი თქმით,   ბრენდის და ადგილობრივი წარმომადგენლობის გადაწყვეტილებით, Calvin Klein თავდაპირველად ქართულ ბაზარზე მისი  ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროდუქციით -  Calvin Klein Jeans-ით შემოვა, რომელიც გარდა ჯინსისა, აერთიანებს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის სრულ ასორტიმენტს - Casual Look-ის ფარგლებში.

გარდა ამისა, გლობალური ბრენდის პირველ ოფიციალურ მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება ფეხსაცმლისა და აქსესუარების სრული სპექტრი - ორიგინალური დიზაინის და უმაღლესი ხარისხის ჩანთები, საფულეები, საათები, CK ბიჟუტერია, ექსკლუზიური პარფიუმერია და სათვალეების ხაზი.

მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი თეთრეულის ხაზის - CK Underwear-ის პროდუქციის შეძენაც საქართველოში პირველად იქნება შესაძლებელი.

 "ვინაიდან ბრენდული მაღაზია ოფიციალური ფრანჩაიზის ფარგლებში იხსნება, საფასო პოლიტიკა ევროპაში არსებულ ფასებს გაიმეორებს  და ქართული ბაზრის ეკონომიკურ პარამეტრებზე ადაპტირებული იქნება.  რაც იმას ნიშნავს, რომ Calvin Klein-ის იგივე პროდუქციის შეძენა ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში მხოლოდ ანალოგური, ან უფრო მაღალი ღირებულებით იქნება შესაძლებელი", - აცხადებს მარი დაშნიანი.

შეგახსენებთ, Calvin Klein Jeans-ის მაღაზია 30 ნოემბერს "გალერია თბილისთან" ერთად გაიხსნება. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები