ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
დავით ბეჟუაშვილის მხარდაჭერით, კავკასიაში უდიდესი და ევროპაში საუკეთესო წიგნის მუზეუმი გაიხსნა
17 ნოემბერი, 2017, 15:49
დავით ბეჟუაშვილის მხარდაჭერით, კავკასიაში უდიდესი და ევროპაში საუკეთესო წიგნის მუზეუმი გაიხსნა

თბილისი (GBC) - დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის მხარდაჭერით  საქართველოში, კავკასიაში უდიდესი და ევროპაში საუკეთესო წიგნის მუზეუმი გაიხსნა.

“წიგნის მუზეუმი არის ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური პროექტი ამ სფეროში”, - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და აღნიშნავს, რომ  მუზეუმი ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესოა როგორც ვიზუალური, ისე თვისობრივი თვალსაზრისით.

მისივე ინფორმაციით, ეს არის ქვეყანაში დაცული ძვირფასი წიგნების პირველი მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელიც ოთხ ნაწილადაა წარმოდგენილი: 

საკუთრივ იშვიათი გამოცემების მუზეუმი, სადაც სიძველით და ფორმით გამორჩეული წიგნებია წარმოდგენილი – მაგალითად ქართულ-იტალიური ლექსიკონი (1629), ვახტანგის სტამბის გამოცემები, ინკუნაბულა;

„ვეფხისტყაოსნის“ მუზეუმი – აქ წარმოდგენილია პოემის ყველა გამოცემა ქართულ და უცხოურ ენებზე; 

ილიას დარბაზი – ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ექსპოზიცია, მისი პირადი ნივთებითა და ბიბლიოთეკით;

ბროსეს საცავი – ულტრათანამედროვე საცავი, აღჭურვილი შესაბამისი კლიმატ–კონტროლის აპარატურით. 

ქვეყნის მთავარი ბიბლიოგრაფიული განძის - ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული იშვიათი გამოცემებისთვის ულტრათანამედროვე საცავის და მუზეუმის გამართვა ბიზნესის თანადგომით გახდა შესაძლებელი.

„ამჯერად ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორი იყო „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი“. ამ ფონდის მხარდაჭერით მოხდა იმ იდეის განხორციელება, რომელიც ჯერ კიდევ გალაკტიონმა გამოთქვა წლების წინ“, - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

ღონისძიებას დაესწრო გახსნას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, მან მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს, ვინც საუკუნეების მანძილზე დღემდე შემოინახა უდიდესი ეროვნული განძი.

 „ახლო წარსულში თბილისში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების დროს ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა განსაკუთრებული სიყვარულით და თავდადებით შემოინახეს და დაიცვეს ჩვენი უნიკალური ექსპონატები. ჩემი დიდი სურვილია, უფრო მეტი დაფასება ჰქონდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც იცავენ საქართველოს ეროვნულ საგანძურებს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. 

მან, ასევე, მადლობა გადაუხადა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, გიორგი კეკელიძეს და მის თანამოაზრეებს ამ ინიციატივისთვის, იდეის მხარდამჭერს - „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდსა“ და მის ხელმძღვანელს.

„ეს არის საქმე, რომელიც თაობებს დარჩება თქვენი სახელით“, - მიმართა მან დავით ბეჟუაშვილს. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები