ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ელიტ ელექტრონიქსმა საქართველოში ცნობილი გერმანული ბრენდი nobilia შემოიყვანა  
17 ნოემბერი, 2017, 15:01
ელიტ ელექტრონიქსმა საქართველოში ცნობილი გერმანული ბრენდი nobilia შემოიყვანა   

 

თბილისი (GBC) - ელიტ ელექტრონიქსმა სამზარეულოს ავეჯის მწარმოებელ მსოფლიოს #1 გერმანულ ბრენდთან nobilia-სთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმის თანახმად ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში ექსკლუზიურად გაიყიდება nobilia-ს ბრენდის როგორც საშუალო, ასევე პრემიუმ სეგმენტის სამზარეულოს ავეჯი. წარმოდგენილი პროდუქცია  იქნება უნიკალური და მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნაზე მორგებული.

ელიტ ელექტრონიქსის ინტერიერის დიზაინერები მომხმარებელს დაეხმარებიან მათთვის სასურველი სამზარეულოს დიზაინის შექმნაში. აღნიშნული პროდუქცია მზადდება გერმანიაში, ამიტომ მისი შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარი შეკვეთით.

nobilia გერმანული კომპანიაა,  რომელიც 70 წელზე მეტია  აწარმოებს უნიკალურ სამზარეულოს ავეჯს და ევროპაში აღიარებულია ლიდერ ბრენდად.

nobilia-ს პროდუქცია გამოირჩევა როგორც დიზაინით, ასევე წარმოების მაღალი ხარისხით. თითოეული სამზარეულო არის ინდივიდუალურად დაგეგმილი და მზადდება მაქსიმალური სიზუსტით.

კომპანიის პროდუქცია დღეისათვის მსოფლიოს 80 ქვეყანაში იყიდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს. კვლევის მიხედვით, გერმანიაში ყოველ მე-3 ოჯახში სწორედ nobilia-ს სამზარეულოა განთავსებული. ავეჯი მზადდება მხოლოდ ორგანული და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით. ხარისხის, წარმოების და დიზაინის სფროში nobilia უამრავი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, როგორებიც არის - DIN EN ISO 9001: 2008, DIN EN ISO 50001: 2011 და "ოქროს M"-ს  ხარისხის მართვის სერტიფიკატები.

ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილი იქნება nobilia-ს სამზარეულოს ავეჯის შოურუმი, ასევე ნიჟარები, ონკანები და სხვა დამატებითი აქსესუარების სრული სპექტრი. მომხმარებელს საშუალება ექნება ერთად შეარჩიოს სამზარეულოს ტექნიკა და ავეჯი, საკუთარი სურვილის მიხედვით და შექმნას უნიკალური დიზაინის სამზარეულო, რომელიც იდეალურად იქნება მორგებული მის მოთხოვნებს. რაც მთავარია ყველა დიზაინი შეიქმნება ექსკლუზიურად და არ განმეორდება.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები