| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების პროექტებზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2 ინტერესთა გამოხატვაა გამოცხადებული. შესარჩევი პროცესი წარიმართება რამდენიმე ფაზად, კერძოდ: პირველ ეტაპზე დაინტერესებული პირები წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტაციას, მათ შორის ინფორმაციას კომპანიაზე, მის გამოცდილებაზე, ფინანსურ რესურსზე და მიმდინარე დავებზე.
მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულად წამოდგენის შემთხვევაში, სამთავრობო კომისიის მიერ მოხდება რამდენიმე საუკეთესო კანდიდატის შერჩევა, რომელთაც მომდევნო ფაზაზე წარედგინებათ მოთხოვნა წინადადებათა წარმოდგენის შესახებ (RFP). აღნიშნული წინადადებები უნდა მოიცავდეს სრულ ტექნიკურ და კომერციულ წინადადებებს ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობის, ოპერირებისა და ფინანსების მოზიდვის თაობაზე.
თბილისის ლოგისტიკური ცენტრის ჯამური ღირებულება შეადგენს 80.3 მილიონ აშშ დოლარს (პირველი ფაზის ღირებულება 60.7 მილიონი), ხოლო ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის ჯამური ღირებულება 72.5 მილიონს (პირველი ფაზა - 27.1 მილიონი).
აღსანიშნავია, რომ პროექტებისთვის ცნობილი გერმანული კომპანია Dornier Consulting International-ის მიერ უკვე მომზადებულია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, შეირჩა 2 საუკეთესო ლოკაცია, ასევე, მომზადდა თითოეული ლოგისტიკის ცენტრის კონცეპტუალური დიზაინი, ბიზნესმოდელი, გაკეთდა ბაზრის ანალიზი და სოციალური და გარემოზე ზემოქმედების შეფასება.
საქართველოს მთავრობა მიიჩნებვს, რომ ლოგისტიკური ცენტრების განვითარება გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს, ასევე წაახალისებს ექსპორტს. ამასთან, ორივე ლოგისტიკურ ცენტრში ჯამურად შეიქმნება 800-ზე მეტი პირდაპირი ახალი სამუშაო ადგილი და ქვეყანა მიიღებს დამატებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.
ინტერესთა გამოხატვის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 იანვარი, 14 საათი. ინტერესთა გამოხატვის პირობები, ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს ვებ-გვერდზე: www.economy.ge
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss