ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
გაყოფის შემდეგ BGEO სახელს შეიცვლის
16 ნოემბერი, 2017, 12:36
გაყოფის შემდეგ BGEO სახელს შეიცვლის

თბილისი (GBC) – საბანკო და საინვესტიციო ბიზნესებად გაყოფის შემდეგ BGEO სახელს შეიცვლის.

რებრენდინგი BGEO GROUP-ის გენერალურმა დირექტორმა TV პირველზე დააანონსა და აღნიშნა, რომ სავარაუდო ვარიანტები უკვე აქვთ.  

ირაკლი გილაური ამბობს, რომ გაყოფის შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 3 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კომპანია იქნება დალისტული: საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, ბიჯეო ინვესთმენტი, რომელიც ახალ სახელს მიიღებს და საქართველოს ბანკი. ამ კომპანიებს სხვადასხვა მენეჯმენტი და სამეთვალყურეო საბჭო ეყოლებათ.

„ჩვენი მიზანი ამ გაყოფისა იყო გამსხვილება, ვფიქრობთ, გაყოფისას ბიზნესები უფრო გაიზრდება, რასაც იზიარებენ აქციონერები. მათაც მოსწონთ ეს სტრუქტურა, რომ მენეჯმენტის ფოკუსი არ იქნება გაფანტული. როგორც წესი, ჰოლდინგების გაყოფას უფრო მეტი ღირებულება მოაქვთ სამომავლოდ აქციონერებისთვის, 95% შემთხევაში ასე იყო.  ჩვენ გვჯერა საქართველოს მომავლის და გვსურს მეტი ინვესტიცია ჩავდოთ. ბანკთან ერთად მეტი ინვესტიციის გაკეთების საშუალება არ იყო, - განაცხადა ირაკლი გილაურმა.

შეგახსენებთ, BGEO-ს გაყოფის პროცესი 2018 წლის პირველ ნახევარში უნდა დასრულდეს. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები