| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და აღსრულების პოლიციის საქმიანობას უკრაინის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ.
უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით დელეგაციაში უკრაინის აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აღმასრულებლები და პროექტების მენეჯერები შედიოდნენ.
სტუმრები დეტალურად გაეცნენ სააღსრულებო წარმოების ეტაპებს, ბიუროს მიდგომას მოვალეების მიმართ, მორიგების პოლიტიკასა და შედეგებს. დელეგაციის ინტერესის სფეროში მოხვდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ელექტრონული აუქციონი და არასააღსრულებო სერვისები: გამარტივებული საქმისწარმოება, ფაქტების კონსტატაცია, შეფასება, გადახდისუუნარობა.
სტუმრებმა აღსრულების პოლიციის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ოფისი, მოქალაქეებთან კონსულტაციის სივრცე და აღმასრულებელთა სამუშაო გარემო დაათვალიერეს.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში ვიზიტის მიზანს ქართული სააღსრულებო სისტემის სპეციფიკის, პრაქტიკული საქმიანობის უკეთ გაცნობა და აღსრულების მიმართულებით დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss