| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მნიშვნელოვანი გზავნილი ინვესტორებისთვის, - ასე აფასებს BGEO ჯგუფის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური მთავრობის მიერ დაანონსებულ სტრუქტურულ ცვლილებებს.
უმსხვილესი საბანკო-საინვესტიციო ჯგუფის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ამით საქართველოს მთავრობამ უთხრა ინვესტორებს და მოსახლეობას, რომ საოპერაციო ხარჯებს და ბიუროკრატიას ამცირებს.
„სტრუქტურული ცვლილებები არის მკაფიო გზავნილი, რომ ბიუროკრატია მცირდება, რეგულაციები მცირდება და მეტი თავისუფლება ეძლევა ბიზნესს განახორციელოს ინვესტიციები. ერთის მხრივ ხარჯების ოპტიმიზაცია ხდება და მეორეს მხრივ იზრდება კაპიტალური დაბანდებები ინფრასტრუქტურაში. მედიაში იყო განხილვა რა მოხდა, ვინ სად დაინიშნა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს რეალურად. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ოპერაციული ხარჯების კლებისკენ არის მკაფიო გზავნილი“, - განაცხადა ირაკლი გილაურმა TV პირველის ეთერში.
მან დადებითად შეაფასა მოგების გადასახადის რეფორმა და მას მთავრობის სწორი ხედვა უწოდა.
"ეს არის ხედვა. სახელმწიფო ეუბნება ბიზნესს, რომ მოდი ჩემს მაგივრად შენ დახარჯე ის თანხა, რაც ჩემთვის უნდა მოგეცა. მთავრობა დარწმუნებულია, რომ კერძო სექტორი მას უკეთ დახარჯავს", - აღნიშნა გილაურმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss