ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გილაური: ლართან დაკავშირებით უფრო მარტივადაა საქმე, ვიდრე მედიაში განიხილავენ
16 ნოემბერი, 2017, 11:49
გილაური: ლართან დაკავშირებით უფრო მარტივადაა საქმე, ვიდრე მედიაში განიხილავენ

თბილისი (GBC) - ლართან დაკავშირებით უფრო მარტივადაა საქმე, ვიდრე  განხილვა ხდება მედიაში,- მიიჩნევს საქართველოს უმსხვილესი საბანკო -საინვესტიციო ჯგუფის გენერალური დირექტორი.

ირაკლი გილაურმა ლარის კურსსა და მათ მოლოდინებზე "TV პირველის" ეთერში ისაუბრა . მან ლარის ბოლოდროინდელი ვარდნა მოლოდინებს დაუკავშირა, რაც „აცივებასთან ერთად გაძლიერდა“.

"ნოემბერიდან მარტის ნაწილის ჩათვლით, გაზის იმპორტი ხდება და ყველა სპეკულირებს იმას, რომ კურსი დავარდება. არის მოლოდინი, რომ აცივებასთან ერთად კურსი დავარდება. ეს ძალიან ბუნებრივი მოვლენაა, ახალი არაფერი არ არის, თავისუფალ ეკონომიკაში. მოლოდინებიდან გამომდინარე ბაზრის მოთამაშეები ფიქრობენ, რომ კურსი დავარდება და გადაწყვიტეს - მოდი ახლა ვიყიდოთ დოლარი“, - განაცხადა ირაკლი გილაურმა.

ბიზნესმენმა ფუნდამენტურ ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება და გაზრდილ ინვესტიციებზე, ფულად გზავნილებსა და ექსპორტზე ისაუბრა.

BGEO-ს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ  მოკლე საშუალო ვადაში ლარი/ დოლარის გაცვლითმა კურსმა 2.50 ნიშნულს არ უნდა გადააჭარბოს.

„ეკვალიბრიუმი უნდა იყოს, ჩვენი აზრით, 2.50 ლარზე, ყველა თანაბარ პირობებში რაც გვაქვს რეგიონში”,- აცხადებს გილაური.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები