| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ჯიპიაი ჰოლდინგმა ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოიტანა.
ონკო ქეარი- ახალი პოლისია, რომელიც სიმსივნური დაავადებების რისკს აზღვევს და დაავადების აღმოჩენის შემთვევაში მაქსიმალური რაოდენობის, 150 000 ლარის კომპენსაციას ითვალისწინებს. მსგავსი ტიპის დაზღვევა საქართველოში პირველია.
ახალი პოლისის ღირებულება დამოკიდებულია სადაზღვევო თანხის რაოდენობასა და დაზღვევის ასაკზე, შეძენის მსურველებს თავად აქვთ შესაძლებლობა კომპანიის ვებ-გვერდის საშუალებით აირჩიონ მათთვის მისაღები ლიმიტი და ყოველთვიური პრემია.
„კომპენსაციას მთავარი უპირატესობა ის აქვს, რომ დაზღვეულს თანხის განკარგვის თავისუფლება აქვს, დახარჯვა შესაძლბელია როგორც მკურნალობის, აგრეთვე სხვა მიზნებისთვის.“- განმარტავენ „ჯიპიაი-ში“.
„ჯიპიაი“ აქტიურად არიის ჩართული კიბოსთან ბრძოლის კამპანიაში და სწორედ ამ მიზნით „ონკო ქეარის“ პირველი 500 გაყიდული პოლისიდან შემოსულ თანხას ორგანიზაცია „ჰერაში“ გადარიცხავს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss