ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
1492 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა დღიურში აღწერა თამბაქო- ეს დღე ისტორიაში
15 ნოემბერი, 2017, 13:22
1492 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა დღიურში აღწერა თამბაქო- ეს დღე ისტორიაში

თბილისი (GBC) - 15 ნოემბერი ისტორიაში არაერთი მოვლენით შევიდა, მათ შორის ქრისტეფორე კოლუმბის დღიურში გაჩნდა ჩანაწერი ამერიკულ თამბაქოზე. 

გადმოცემით, თამბაქო თავდაპირველად სამხრეთ ამერიკაში მცხოვრებმა მაიას ტომის ხალხმა აღმოაჩინა და დააგემოვნა. ისინი დაქუცმაცებულ თამბაქოს ამავე მცენარის ფოთლებში ახვევდნენ და რელიგიურ დღესასწაულებზე ეწეოდნენ.
 “ამერიკის აღმოჩენდამდე, – წერდა ერთ-ერთი ისტორიკოსი,- თამბაქოს შესახებ არავითარი ცნობები არ არსებობდა. პირველად აბორიგენებმა თამბაქო კოლუმბს შესთავაზეს”. 

სწორედ ქრისტეფორე კოლუმბი და მისი თანმხლები პირები აღმოჩნდნენ პირველი ევროპელები მწეველები. მათ ჩამოიტანეს თამბაქო ევროპაში, როგორც სასწაული ნარკოტიკული ზემოქმედების მქონე ბალახი, რომელიც ამშვიდებს აგზნებადობას, ხსნის თავის ტკივილსა და დაღლილობას. 

ეს და სხვა მოვლენები რადიო თანამგზავრმა გაიხსენა:

1492 : ქრისტეფორე კოლუმბმა პირველად აღწერა საკუთარ დღიურში თამბაქო, რომელსაც ინდიელები იყენებდნენ.

1904 : ამერიკელმა კინგ კემპმა დააპატენტა საპარსი დაზგა ცვლადი პირებით.

1920 : ჟენევაში პირველად შეიკრიბა ერთა ლიგის პირველი ასამბლეა.

1944 : სამხრეთ საქართველოდან (სამცხე-ჯავახეთი) მაჰმადიან მესხთა გადასახლება დაიწყეს შუა აზიაში.

1969 : ვაშინგტონში ნახევარ მილიონამდე მოქალაქე გამოდის ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე.

2001 : Microsoft უშვებს კომპანიის პირველ სათამაშო კონსოლს Xbox.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები