| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პრემიერმა მთავრობის სტრუქტურის ცვლილებაზე განაცხადა.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. მულტიფუნქციურ უწყებას დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე- პრემიერის სტატუსს.
ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი სათავეში ჩაუდგება შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამავდროულად გახდება ვიცე-პრემიერი.
მოქმედი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გადაინაცვლებს კრიზისების მართვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში, რომელიც პირდაპირ პრემიერს დაექვემდებარება. შესაბამისად, უქმედება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო.
ამასთან, პრემიერმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის კომპონენტი შეუერთდება განათლების და მეცნიერების სამინისტროს და ამ გაერთიანებულ უწყებას მიხეილ ჩხენკელი უხელმძღვანელებს. ის ამ დროისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია.
სპორტის მიმართულება შეუერთდება კულტურის სამინისტროს, რომელსაც კვლავ მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ერთმანეთს შეერწყმება და მას ლევან დავითაშვილი ჩაუდგება სათავეში. ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მეთოდი აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში და მაგალითებიც მოიხმო.
ევროპის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება.
აღსანიშნავია, რომ საგარეო დაზვერვა შეუერთდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
ცვლილებების პაკეტი დამტკიცდება მთავრობის სხდომაზე და ის წარედგინება განსახილველად პარლამენტს.
პრემიერმა კანონმდებლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რათა ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს.
საკანონმდებლო პროცესის დასრულების შემდეგ სამთავრობო გუნდი ნდობის მოსაპოვებლად პარლამენტის წინაშე წარსდგება.
პრემიერმა ყველა მოქმედ მინისტრს დიდი მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ აღნიშნული ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს და ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას. ცვლილება მმართველობის სტრუქტურებში მოახდენს პოზიტიურ გავლენას მთავრობის საქმიანობაზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss