| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ტვირთბრუნვის გაზრდაზე აცხადებს.
საქართველოს უმსხვილესი პორტის მფლობელი კომპანიის ცნობით, 10 თვის მონაცემებით ფოთის საზღვაო ნავსადგურში გადამუშავდა 5 მილიონ 502 ათასი ტონა ტვირთი, რაც 9,4%-ით მეტია წინა წლის იგივე მონაცემებთან (5,027K MT) შედარებით.
კონტეინერის ტვირთბრუნვა გაიზარდა 12,1%-ით, 2017 წელს 260 000, წინა წელს კი - 232 000 TEU კონტეინერი გადამუშავდა.
ტვირთნაკადი ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება: საქართველო 41%, აზერბაიჯანი 25%, სომხეთი - 17%, აზია -17%.
შეგახსენებთ, 2011 წლის აპრილში, „ეიპიემ ტერმინალსმა“ შეისყიდა საქართველოში ყველაზე დიდი ნავსადგური - „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ რომელსაც მრავალმიზნობრივი დანიშნულება აქვს. ნავსადგურში სულ 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის რო-რო სერვისის განხორციელება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss