| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - HeidelbergCement -მა საქართველოში ბიზნესის 50% გაყიდა.
კომპანიის ცნობით, მისი პარტნიორი საქართველოში საინვესტიციო კომპანია Cement Invest -ია, რომელიც თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის და ირაკლი რუხაძის Hunnewell Partners-ის საკუთრებაა.
HeidelbergCement და Cement Invest ერთობლივად მართავენ ამიერიდან კომპანიას.
გარიგების ღირებულება დაახლოებით, 115 მლნ ევროა, რომელშიც მოიაზრება მომავალში, HeidelbergCement-ის ვალის გაქვითვაც.
HeidelbergCement -ში მიიჩნევენ, რომ პარტნიორობა შესაძლებლობას მისცემთ, გამოიყენონ GCF -ის და Hunnewell -ის შესაძლებლობები. ამასთან გაიზრდება კომპანიის კონკურენტუნარიანობა კასპის ცემენტის ქარხნის მოდერნიზებით, სადაც ახალი ღუმელის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და 2018 წლის ბოლოსთვის დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ მოდერნიზების პროექტში GCF -ი და Hunnewel-ი თავიდანვე ჩართულნი იყვნენ. დაანონსებული იყო 100 მილიონი დოლარის დახარჯვა კასპის ცემენტის ქარხანაში ცემენტის მშრალი მეთოდით წარმოების ტექნოლოგიური ხაზის აშენებაში.
შეგახსენებთ, HeidelbergCement -მა საქართველოში საქმიანობა 2006 წლიდან დაიწყო. ცემენტის წლიური წარმოება 2 მლნ ტონას აჭარბებს. კომპანიას აქვს 13 ბეტონის ქარხანაც.
რაც შეეხება Hunnewell -ს ინვესტირება განხორციელებული აქვს შემდეგ კომპანიებში: Magticom, IDS-Borjomi, Liberty Bank, Rustavi Metallurgical Plant და Imedi TV.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss