| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ფინანსებზე ხელმისაწვდომობით საქართველოს დაბალრეიტინგულობის მიზეზებს შორის ბანკების ასოციაცია მცირე და საშუალო კომპანიების სტრუქტურულ ხარვეზს ასახელებს.
ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა ცუცქირიძემ „მაესტროს ბიზნეს თაიმში“ გადაცემის ავტორთან, ლევან ჭითანავასთან საუბარში გაუმჭვირვალობასა და ბუღალტრული აღრიცხვის მოშლაზე განაცხადა, რამდენიმე კომპანიაში ერთიდაიგივე ბუღალტრის საქმიანობის პრაქტიკაზე, რაც როგორც, თავად თქვა, სამწუხარო რეალობაა.
ეს ქმნის ხელმისაწვდომობის ბარიერებს, რაც მსხვილი ბიზნესის წინაშე არ ჩნდება, რადგან სესხის გამცემს, იგივე ბანკს შემოსავლებსა და ხარჯებზე სრული ინფორმაცია აქვს, მსესხებლის ბრუნვას ხედავს, პარამეტრებს უყურებს, თავად არ უწევს ანალიზი, უზრუნველყოფის ღირებულების კოეფიციენტის სესხის ზომასთან შეფარდება და არ უჭირს შემოსავლების პროპორცია სესხის მომსახურების ხარჯთან.
საბანკო სექტორის ლობისტმა, დამოუკიდებელ მკვლევარ დავით კეშელავასთან დაკრედიტების ბაზრის შეფასებისას გავრცელებული სტერეოტიპის არამართებულობაზეც განაცხადა. გოგიტა ცუცქირიძემ თქვა, რომ საქართველოში სასესხო განაკვეთები რეგიონში არათუ ყველაზე მაღალი, არამედ ყველაზე დაბალია, რაზეც სებ-ის დაკვეთით 2014 წელს ჩატარებული ავტორიტეტული კვლევაც ადასტურებს და არსებული რეალობაც.
აღნიშნა, რომ პოზიტიური ტრენდი შესამჩნევია განსაკუთრებით საგანვადებო სესხებზე, რომლის პირობები ვადის გაზრდით და განაკვეთის შემცირებით ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.
გოგიტა ცუცქირიძის რეკომენდაციით, სწორი დასკვნა გრძელვადიან ჭრილში შეფასებისას კეთდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss