ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
S&P სავალუტო რეზერვების 3.5 მილიარდამდე ზრდას პროგნოზირებს
მარიამ მინაძე
9 ნოემბერი, 2017, 12:58
S&P სავალუტო რეზერვების 3.5 მილიარდამდე ზრდას პროგნოზირებს

თბილისი (GBC) - ვფიქრობთ, მოქნილი გაცვლითი კურსის არსებობამ, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, ხელი შეუწყო საქართველოს სწრაფ ადაპტაციას გარე ფაქტორებთან, - მიიჩნევს S&P , რომელმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი დაუდასტურა.

სააგენტოს ექსპერტების დადებითად აფასებენ ლარის გაცვლითი კურსის მიმართ სებ-ის პოლიტიკას, აღნიშნავენ, რომ სებ-ი არ ცდილობდა სისტემატურად მოეხდინა ლარის კურსის „დაჭერა“ და შედეგად, უცხოური ვალუტის რეზერვები დარჩა სტაბილურ ნიშნულზე.

 „ჩვენი პროგნოზით, სებ-ის სავალუტო რეზერვები 2020 წლისთვის გაიზრდება სამიზნე $3.5 მილიარდამდე (არსებული $3 მილიარდიდან, რაც GDP-ის 20%-ის ექვივალენტია), - აცხადებს S&P Global Ratings-ი.  

სააგენტო აღნიშნავს, რომ  ზედაპირული შიდა კაპიტალის ბაზარი, ისევე როგორც დეპოზიტების და სესხების შედარებით მაღალი დოლარიზაცია, აფერხებს სებ-ის შესაძლებლობებს, შიდა სავალუტო პირობებზე გავლენა მოახდინოს.

„ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებობს პოტენციალი საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის გაუმჯობესებისა, რასაც ხელისუფლების მიერ დე-დოლარიზაციაზე  ფოკუსირება, ადგილობრივი ვალუტის სასესხო კაპიტალის ბაზრის  პოპულარიზაცია და შიდა საბანკო სისტემის გაძლიერებული ლიკვიდურობის უზრუნველყოფა განაპირობებს“, - წერს S&P.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები