ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბათუმში სკვერს მზის ენერგიით გაანათებენ
8 ნოემბერი, 2017, 13:00
ბათუმში სკვერს მზის ენერგიით გაანათებენ

თბილისი (GBC) - პირველად ბათუმს მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემით განათებული სკვერი ექნება.

ბათუმის მერიის ცნობით, რეკრეაციული ზონა შაფათავასა და მარუხის ქუჩების კვეთაში მდებარეობს, სადაც მზის ენერგიაზე მომუშავე ფოტოვოლტაიკური სანათების დამონტაჟება უკვე დასრულდა. 

ქსელს მიერთებული განათების სისტემა, მზიდან გენერირებული ელექტროენერგიით, სრულად და გარანტირებულად უზრუნველყოფს შაფათავასა და მარუხის ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში განლაგებული ტაძრის ფასადისა და ეზოს განათებას. 
პროექტის მიზანია შექმნას გარე განათების სისტემაში განახლებადი ენერგიის გამოყენების სადემონსტრაციო პრეცედენტი.

პროექტს ბათუმის მერიასთან ერთად დემოკრატიის ინსტიტუტი ახორციელებს, ხოლო დონორ კომპანიას გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) წარმოადგენს.

სკვერის მოწყობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 134 000 ლარი გამოიყო.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები