| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - “საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური ბანკია”, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეჰშომ სამშაბათს, სსფ-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაციაზე განაცხადა.
სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სებ-ის მონეტარული პოლიტიკა ადეკვატურია. 2016 წელს შერბილებული იყო, როდესაც ინფლაცია შემცირდა, თუმცა 2017 წლის დასაწყისში ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა რადგან ინფლაცია გაიზარდა აქციზისა და იმპორტის ფასების მატების გამო.
"როგორც ვიცით, კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გაცვლითი კურსი არ განსაზღვრავს ფასების სტაბილურობას, ამიტომ აღნიშნულმა ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოები. იმავდროულად რეგიონის ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ მკაფიო მონეტარული პოლიტიკის მიზნები, ცენტრალური ბანკები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები და გააჩნდეთ ძლიერი კომუნიკაციის მექანიზმები, ასევე უნდა გააუმჯობესონ ანალიტიკური ინსტრუმენტები და გააძლიერონ გადაცემის მექანიზმები. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყოველივე საქართველოს ეროვნულ ბანკს უკვე აქვს და ამ გამოწვევებს თავს წარმატებით ართმევს", - განაცხადა პეჰშომ, აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ცენტრალური ბანკია. მას გააჩნია ძლიერი რეგულაციები, წარმატებულად აწარმოებს საბანკო ზედამხედველობას, არის პროაქტიული და უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას ქვეყანაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss