ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
პრინც-მილიარდერმა ალ-ვალიდმა დაკავების შემდეგ 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა
7 ნოემბერი, 2017, 15:39
პრინც-მილიარდერმა ალ-ვალიდმა დაკავების შემდეგ 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა

თბილისი (GBC)- საუდის არაბეთის  პრინც-მილიარდელმა ალ-ვალიდმა დაკავების გამო 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა. 

Bloomberg Billionaires Index -ის მიხედვით, კორუფციაში დადანაშაულებული სამეფო ოჯახის წევრის ქონება 1.22 მლრდ დოლარით შემცირდა, მისი კომპანიის Kingdom Holding Co-ს აქციების მკვეთრი გაუფასურების გამო. 

Kingdom Holding Со ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიაა, მის აქტივებს შორისაა სასტუმრო ქსელი Four Seasons, 6%-იანი წილი Citigroup-ში, ასევე წილები 21st Century Fox-ში, Disney-ში, Twitter-სა და  Lyft-ში. 

აღსანიშნავია, რომ  Bloomberg -ი ალ-ვალიდის ქონებას 17.8 მილიარდი დოლარად აფასებს.

პრინცის ქონების შემცირების უფრო მასშტაბურ მაჩვენებელზე აცხადებს Forbes-ი.  Forbes Real Time -ის მონაცემებით, დაკავებული პრინცი 2.1 მილიარდით გაღარიბდა და მისი ქონება 15.9 მილიარდამდე შემცირდა. ამ მაჩვენებლით ის უმდიდრეს ადამიანებს შორის 83 ადგილზეა. 

შეგახსენებთ, კორუფციის ბრალდებით ალ ვალიდთან ერთად სამეფო ოჯახის კიდევ 11 წევრი დააკავეს. დაკავებულია  ასევე ათობით მოქმედი და ყოფილი ჩინოვნიკი. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები