| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანია ARM-იმ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, სოფელ მარტყოფის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გამართა.
სპეციალურად გამოყოფილ ადგილის, ტყის განაშენიანებისათვის შავი ფიჭვისა და ელდარის ნერგები შეირჩა.
აქციის ფარგლებში, კომპანიის თანამშრომლებმა და მათი ოჯახის წევრებმა 3000-მდე ნერგი დარგეს.
კომპანიაში ამბობენ, რომ მასშტაბური დარგვითი სამუშაოები გაგრძელდება. ნარგავების მოვლა კი, 5 წლის განმავლობაში განხორციელდება. ამ პროექტის საბოლოო მიზანი, სოფელ მარტყოფში 12 ჰექტარ ფართობზე ტყის აღდგენა-განაშენიანებაა.
„არემჯი“ ჯგუფის თანამშრომლები, ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოვედით მარტყოფში ნერგების დასარგავად. მარტო დღეს, ჩვენი ძალებით 3000-მდე ახალი ნერგი შევმატეთ ტყეს. აღნიშნული აქცია თვის ბოლომდე გაგრძელდება და ჯამში ამ სეზონზე 6000 ახალი ნერგი დაირგვება. რაც მთავარია ეს არ არის ერთჯერადი პროექტი, ჩვენ ამ ტერიტორიას მომავალშიც მოუვლით და გაზაფხულზე კიდევ განვაახლებთ დარგვის პროცესს”, – განაცხადა RMG-ის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |




















Facebook
Twitter
Rss